1. გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:

ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე;

გ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ;

დ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელქტრონული მოწმობის შემთხვევაში, მხოლოდ გარდაცვალების ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნისას;

ე) თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება;

ვ) თუ პირს შუწყდა ლტოლვილის სტატუსი;

ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;

თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;

ი) თუ ამ წესის 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესაბამის პირზე გაცემა;

კ) დაკარგვის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, მისი დაკარგვის დადასტურების თაობაზე დაინტერესებული პირის პირადი განცხადებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმებისას ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირება (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება გაუქმების საფუძვლის მითითებით.

თავი IV

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წე