2. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.

საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4443 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

თავი II. რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოხს