განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002015971
საქმე №3ბ/2911-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--ი ბ----–--ე
წარმომადგენელი - თ---------------ა
მესამე პირი - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ნ------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე გ--ი ბ----–--ე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
2.2. მესამე პირის - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით გ--ი ბ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2--------ს №1--- ბრძანება. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ--ი ბ----–--ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 1-----------–ის №3--- წერილის თანახმად, მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე არის იძულებით გადაადგილებული პირი და ქ. თბილისში, ი---–---–-ს ქუჩა №1--–- არის მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 2-------ის №7--- წერილის თანახმად, გამგეობა ადასტურებს, რომ გ--ი ბ----–--ე პირად საკუთრებაში ნამდვილად ფლობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში ორსართულ--ნ კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს, ხოლო აღნიშნულ სოფელში მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით მითითებულ--, რომ გ--ი ბ----–--ე ვერ იქნებოდა მუდმივად სოფელ ა------ში, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სტრუქტურაში.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ 2014 წლის 1-----სს გაცემული ცნობის თანახმად კი, გ--ი ბ----–--ე 1992 წლის მეორე ნახევრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში.
დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2014 წლის 2------ის გასაუბრების კითხვარის თანახმად, გ--ი ბ----–--ე 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ცხინვალის რაიონის სოფელ ა------ში; იყო სამხედრო მოსამსახურე და 1992 წლიდან 2008 წლამდე, სამსახურიდან გამომდინარე უწევდა სხვადასხვა ადგილზე ცხოვრება.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 2-----–-სის №0------------ მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული გ--ი ბ----–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 7--------ოს №1--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 2-----–-სის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე გ--ი ბ----–--ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
1992 წლით დათარიღებული ამონაწერის თანახმად, მილიციის უფროსი ლეიტენანტი - გ--ი ლ--------ის ძე ბ----–--ე გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის შ------–----------------–------------------–----–-------------------------–------–------------–---------––-------–---------------–--------–-------------------–------ს თანამდებობიდან და მივლინებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, სამსახურის შემდგომი გავლისათვის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 1--------ის №1--- ბრძანების თანახმად, გ--ი ლ--------ის ძე ბ----–--ე 2009 წლის 1-----------–იდან დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2-------ს №3-------- გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 27--------ოს №1--- ბრძანება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში, ერთი მხრივ, წარდგენელი იყო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - გ--ი ბ----–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე და, მეორე მხრივ, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები.
პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდებოდა დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლის არარსებობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე გ--ი ბ----–--ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდგენლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალები და მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნებოდა საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლ-- და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში 2008 წლამდე. ასეთი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რაც მიანიშნებდა ან უარყოფდა მოსარჩელის მიერ ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში ისეთი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, რომ დადგინდებოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზ---რისათვის ყველა საჭირო გარემოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-585-578(კ-15) განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 2----------ის №M---------------- წერილით დგინდება, რომ გ--ი ბ----–--ე 1993 წლის 1-----------–იდან 2009 წლის 1-----------–ამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. მანამდე კი იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებში. გ--ი ბ----–--ის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის თანახმად, შეარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში იგი ცხოვრობდა შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის შესახ. №-; ქ. თბილისი, ი---–---–-ს ქ, სახლი №--; ქ. თბილისი, უ–-----ის ქ. №---
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 2----------ის №1---- წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 2008 წლის აგვისტოს ომამდე. იგი 1992 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. აქედან გამომდინარე მოხდა სოფ. ა------იდან სხვა რეგიონში გადასვლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამასთანავე, გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ში ფლობდა ორსართულ--ნ სახლს მიწის ნაკვეთებით.
შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან - მ---ა ნ-----–--–---–ის 2016 წლის 2----------ის ზეპირი გასაუბრების ოქმის თანახმად, იგი გამოცხადდა ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, სადაც გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებელს - ჟ--ა მ-------ნს, რომელმაც განმარტა, რომ 1969 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, დიდ საერთო იტალიურ ეზოში, სადაც მისი ოჯახის გარდა კიდევ ცხოვრობდა სხვა ოჯახები. კერძოდ, მ--------–---–ების ოჯახი, რომლის ოჯახის წევრი - ლ-- მ--------–---–ი დაოჯახდა ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენის მკვიდრ - გ--ი ბ----–--ეზე, რომელიც დაქორწინების შემდგომ დასახლდა მათ ეზოში, ლ--ს კუთვნილ ბინაში. მისი განმარტებით, ეს იქნებოდა 1995-1997 წლები და მას შემდგომ გ--ი ბ----–--ე ოჯახთან ერთად (მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად) ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, ხოლო დაახლოებით 3 წელ-- ბინის სიმცირის გამო საცხოვრებლად გადავიდნენ გ--ი ბ----–--ის დის კუთვნილ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, შ--- ზ---ის ქუჩაზე (ზუსტი მისამართი უცნობია). ასევე განმარტა, რომ გ--ი ბ----–--ე ლ-- მ--------–---–თან დაქორწინების შემდგომ მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 1----------ის M---------------- წერილის თანახმად, მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე მუდმივად ცხოვრობს (2008 წლის ომამდეც) ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, ხოლო დაახლოებით 3 წელ-- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, არის გაქირავებული და გ--ი ბ----–--ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი დის კუთვნილ ბინაში (ზუსტი მისამართი უცნობია).
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2016 წლის 2------------ს გასაუბრება ჩაუტარდა გ--ი ბ----–--ეს.
გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1958 წელს, ქ. ცხინვალში. სწავლა დაიწყო სოფ. ა------ის საშუალო სკოლაში და ისწავლა რვა წელი. შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ცხინვალის №4 საშ. სკოლაში და დაამთავრა 1975 წელს, ხოლო 1979-84 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაოჯახდა 1993 წელს ქ. თბილისში და ჰყავს 2 შვილი, დაბადებული 1994-96 წლებში ქ. თბილისში. ორივე მათგანმა საშუალო განათლება მიიღო ქ. თბილისში. დევნილის სტატუსი არ აქვთ. მეუღლეს 1994 წლის შემდეგ არ უმუშ---ა და თავისუფალ დროს ჩადიოდა სოფ. ა------ში. თავად 1984-92 წლებში მუშაობდა ქ. ცხინვალში ძალოვან სტრუქტურებში. 1993-2009 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ში სხვადასხვა პოზიციაზე. ქ. თბილისში მუშაობის პერიოდში იგი ცხოვრობდა მეუღლის კუთვნილ ბინაში, რომელსაც ფლობს 1964 წლიდან, ხოლო თავისუფალ დროს ჩადიოდა სოფელში და მისდევდა სოფლის მეურნეობას.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 2----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე, 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, ნ. ი---–---–-ს ქ. №---ი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე 1993 წლის 1-----------–იდან 2009 წლის 1-----------–ამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში. გ--ი ბ----–--ის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში სხვადასხვა დროს იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ------- ხ---–--–-ის შეს. №--ში; ქ. თბილისში, ი---–---–-ს ქ. №1--–- და ქ. თბილისში, უ–-----ის ქ. №2--–-.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 2008 წლამდე. იგი 1992 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, სოფ. ა------იდან მოუხდა სხვა რეგიონში გადასვლა. ასევე გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ში ფლობდა ორსართულ--ნ სახლს მიწის ნაკვეთებით. აღნიშნულ წერილზე სამინისტრომ დამატებით მოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ჩაითვალა გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ის მუდმივ მაცხოვრებელ პირად, თუ ის 1992 წლის შემდეგ ამ სოფელში აღარ ცხოვრობდა. 2017 წლის 1--------ის წერილით განმარტებულ--, რომ გ--ი ბ----–--ე 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ა------ში, ხოლო 1992 წლის შემდეგ თავისუფალ დროს ატარებდა სოფელში.
ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზიდან, რომლის მიხედვით 2002 წელს გ--ი ბ----–--ე დარეგისტრირდა მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-.
დასკვნაში მითითებულ--, რომ პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, რომ 2008 წლის ომამდე გ--ი ბ----–--ის საცხოვრებელი ადგილი არ იყო დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობაზე გაიცა დასკვნა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ გასაუბრების და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე არ იკვეთებოდა გ--ი ბ----–--ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი, რაც დასტურდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც გ--ი ბ----–--ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 1--------ის №--- წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 1992 წლამდე, ხოლო 1992 წლიდან 2008 წლამდე იგი მსახურობდა შსს და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობისათვის გამოყოფილ თავისუფალ დროს ყოველთვის ატარებდა სოფ. ა------ში, სადაც უძღვებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2--------ს №1--- ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7-------–-ს №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებითი გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა გ--ი ბ----–--ეს.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2--------ს №1--- ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში, ასევე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე სასარჩელო მოთხოვნა.
სასამართლომ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 და მე-8 მუხლების საფუძველზე, განმარტა, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზ---რა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზ---რება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზ---რულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა გამოცემული დასკვნით მიზანშეუწონლად მიიჩნია გ--ი ბ----–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულ--, რომ 2008 წლის ომამდე გ--ი ბ----–--ის საცხოვრებელი ადგილი არ იყო დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.
დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზ---რისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულ-- აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზ---რულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე მხარის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის გამოყენება, სადაც მითითებულ-- გ--ი ბ----–--ის ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–- 2002 წელს რეგისტრაციის თარიღი, ვინაიდან მოსარჩელის რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე ვერ ჩაითვლება მის მიერ მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასტურად, რადგან რეგისტრაცია გამოწვეული იყო მოსარჩელის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, რადგან სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერ დროს მასთან დაკავშირება.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული აქტის საფუძვლად მიღებულ დასკვნაში დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1993 წლის 1-----------–იდან 2009 წლის 1-----------–ამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში, რა პერიოდშიც იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ------- ხ---–--–-ის შეს. №--ში; ქ. თბილისში, ი---–---–-ს ქ. №1--–- და ქ. თბილისში, უ–-----ის ქ. №2--–-. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახური არ ქმნიდა ქ. თბილისთან მოსარჩელის მუდმივი კავშირის დადასტურების უტყუარ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელე შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში ქ. თბილისში სამ სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა. ამასთან, აღნიშნული გარემოების შესახებ მითითებულ-- ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 3----------ის №5------- წერილში, რომლის თანახმადაც, გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 2008 წლამდე.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძვლად მითითებულ ზეპირი გასაუბრების ოქმს, სადაც ჟ--ა მ-------ნი ადასტურებს გ--ი ბ----–--ის ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–- ცხოვრების ფაქტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განმარტება ვერ ჩაითვლება უტყუარად, რადგან როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რესპონდენტს არ უხსნიან რეალურად საქმის ვითარებას და გამოკითხვის მიზანს, ხოლო გამოკითხული, მიუხედავად რეალური ვითარებისა, იმის შიშით, რომ ზიანი არ მიაყენოს მეზობელის ინტერესს, ადასტურებს მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე გ--ი ბ----–--ის მუდმივ სახდოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ა------ი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ-- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლ--ნი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ჩამოთვლილი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულ-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 2--------ს №1--- ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი, მოპასუხეს კი უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა გ--ი ბ----–--ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელის ქურთის მუნიციპალიტეტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ 2013 წლის 2-------ის ცნობაში აღნიშნულ--, რომ მოსარჩელე მუდმივად ვერ იცხოვრებდა სოფელ ა------ში, ვინდაიდან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინსიტროს სტრუქტურაში, ხოლო 2014 წლის 1-----სს გაცემულ ცნობაში მუნიციპალიტეტი მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებს მხოლოდ 1992 წლამდე. სოფელი ა------ი 2008 წლის მოვლენების შედეგად დაიკარგა და არა ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად. საქმეში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე თბილისში მუდმივად მცხოვრებად დამკვიდრდა დაოჯახებისთანავე. შესაბამისად, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის ომამდე წარმოადგენდა თბილისი. იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, მეუღლესა და შვილებთან ერთად, რომლებიც 1994-1996 წლებში დაბადებულნი არიან თბილისში.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გ--ი ბ----–--ის მიერ გასაუბრებისას დაფიქსირებულ გარემოებებზე, ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. აპელანტი თვლის, რომ მითითებული ინფორმაცია ადასტურებს მოსარჩელის სადავო ტერიტორიაზე დროებით ჩასვლისა და არა მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
აპელანტი ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებზე და აღნიშნავს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს გ--ი ბ----–--ე დარეგისტრირდა მისამართზე: ქ. თბილისი, ნ.ი---–---–-ს ქ. N17. აღნიშნული მისამართი დღემდე შეცვლილი არ არის. გ--ი ბ----–--ის საცხოვრებელ ადგილად არასდროს ყოფილა მითითებული ოკუპირებული ტერიტორია. ამდენად, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, რომ 2008 წლის ომამდე მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთი ცნობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტში და არ იმსჯელა სხვა ცნობებზე, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ იგი 1992 წლამდე სადავო ტერიტორიაზე ცხოვრობდა მუდმივად და მას შემდეგ - პერიოდულად. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, სადაც აღნიშნულ--, რომ დაოჯახების შემდეგ მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა თბილისში.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, ვინაიდან მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე და მას მერეც იყო ქ. თბილისი და არა ა------ი, სამინისტრო მოკლებულ-- მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ქურთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტი არ ადასტურებს მოსარჩელის იქ მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელე თვითონ აღნიშნავს ა------ში მისი პერიოდულად ჩასვლის ფაქტის შესახებ. პირები, რომლებიც პერიოდულად დადიოდნენ მამაპაპისეულ სახლებში, ითვლებიან ე.წ. სეზონურ მცხოვრებლებად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის სტატუსის იმ პირებისთვის მინიჭებას, რომლებიც იქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ გააჩნდათ ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ომის შედეგად დაზარალდნენ.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზე და მიუთითებს საქმეებზე N3-------------------------------------------------------------------. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოცემულ საქმეებში მოსარჩელეთა უმეტესობა მიუთითებდა ერთსა და იმავე გარემოებაზე, რომელიც ნაკლებად დამაჯერებელ--, ხოლო ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებს. ასეთი ტენდენცია კი მიუთითებს დევნილის სტატუსის არაკანონიერად მოპოვების მცდელობაზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ-- დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი: 1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულ-- ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; 2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულ--, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელმძღვანელობს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით, რომელთა გათვალისწინებით იქნა გამოცემული სადავო აქტი. ამასთან, მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილ-- უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს (საქმე Nბს-1227-1213(კ11 01.02.2012 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება)), რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. გ--ი ბ----–--ე 2008 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, როდესაც დაოჯახდა იმ პერიოდიდან, შვილები შეეძინა ქ. თბილისში. მუშაობდა ქ. თბილისში. იგი ყოველდღიური ყოფითი და შრომითი საქმიანობით დაკავშირებული იყო ქ. თბილისთან.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებულ აქტში ამომწურავად არის დასაბუთებული, რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულ-- ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულ-- მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზ---რავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელ-- მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზ---როს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულ--, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლ-- დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციის ადგილს. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის და კანონის განმარტებიდან გამომდინარე, უკავშირდება დევნილობის პერიოდს, თუ სად არის პირი სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ან სად ცხოვრობს იგი, რეგისტრაციის გარეშე. რაც შეეხება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ერთი მხრივ, იგი პირის მიერ არჩეული უნდა იყოს საცხოვრისად, რაც მოიცავს პირის ნებელობასა და ამ მისამართზე ფაქტობრივ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი, მითითებული ადგილი პირს დატოვებული უნდა ჰქონდეს იძულებით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობას, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, მართალ--, კანონმდებლობით პირს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის განმსაზ---რელ-- ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც პირს არჩეული აქვს ჩვეულებრივ საცხოვრებლად და სადაც ფაქტობრივად იმყოფება. ამდენად, დროის გარკვეულ პერიოდში პირს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლ-- დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზის არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით (საქმე ბს-1896-1849(კ-10); სუსგ 09.06.2011 წ.). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. საცხოვრებელი ადგილი იყო უფრო ფართო მნიშვნელობის, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენდა „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზ---რულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულო იყო პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დაეფუძნებინა საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონოდა ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული იყო აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზ---რულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეეძლო დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგებოდა დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პირის კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივ ყოფნას, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ამ ადგილის დროებით, ხანმოკლე პერიოდით დატოვებას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, მართალ--, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არ უნდა გადაწყდეს, მაგრამ პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის ფაქტობრივად ყოფნის ადგილი. ამასთანავე, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ასევე ვერ მიენიჭება იმ გარემოებას, რომ გ--ი ბ----–--ე პირად საკუთრებაში ნამდვილად ფლობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში ორსართულ--ნ კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს, თუკი არ დადგინდა, რომ მოსარჩელე ამ ადგილას ცხოვრობდა 2008 წელს განვითარებულ მოვლენებამდე.
სააპელაციო პალატა, სადავო საკითხის დადგენის მიზნებისთვის, პირველ ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--ი ბ----–--ისთვის დევნილი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულ-- სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2-------ს №3-------- გადაწყვეტილებით სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გ--ი ბ----–--ისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ განსხვავებულ მტკიცებულებებზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლ-- და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში 2008 წლამდე. ასეთი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რაც მიანიშნებდა ან უარყოფდა მოსარჩელის მიერ ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში ისეთი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, რომ დადგინდებოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზ---რისათვის ყველა საჭირო გარემოება.
ამდენად, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით უნდა გამოეკვლ-- საქმის გარემოებები, მოეპოვებინა მტკიცებულებები და მათ საფუძველზე გამოეცა ადმინისტრაციული აქტი. სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში აფასებს რა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული აქტის კანონიერებას, მიიჩნევს, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების შესაბამისად მოიძია დამატებითი დოკუმენტები, გამოკითხა ფიზიკური პირები, დაადგინა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოება და მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად გამოსცა ახალი აქტი.
სააპელაციო პალატა საკითხის გამოკვლევის თვალსაზრისით ყურადღებას ამახვილებს სამინისტროს მიერ მოპოვებულ, ასევე საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე. მათ შორის, გასათვალისწინებელ--, რომ 1992 წლით დათარიღებული ამონაწერის თანახმად, მილიციის უფროსი ლეიტენანტი - გ--ი ბ----–--ე გათავისუფლდა საქართველოს რესპუბლიკის შ------–----------------–------------------–----–-------------------------–------–------------–---------––-------–---------------–--------–-------------------–------ს თანამდებობიდან და მივლინებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, სამსახურის შემდგომი გავლისათვის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 2----------ის №M---------------- წერილით დგინდება, რომ გ--ი ბ----–--ე 1993 წლის 1-----------–იდან 2009 წლის 1-----------–ამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. მანამდე კი იგი მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებში. გ--ი ბ----–--ის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში იგი ცხოვრობდა შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის შესახ. №-; ქ. თბილისი, ი---–---–-ს ქ, სახლი №--; ქ. თბილისი, უ–-----ის ქ. №---
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 2----------ის №1---- წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 2008 წლის აგვისტოს ომამდე. იგი 1992 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. აქედან გამომდინარე მოხდა სოფ. ა------იდან სხვა რეგიონში გადასვლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამასთანავე, გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ში ფლობდა ორსართულ--ნ სახლს მიწის ნაკვეთებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 1----------ის M---------------- წერილის თანახმად, მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე მუდმივად ცხოვრობს (2008 წლის ომამდეც) ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, ხოლო დაახლოებით 3 წელ-- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, არის გაქირავებული და გ--ი ბ----–--ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი დის კუთვნილ ბინაში (ზუსტი მისამართი უცნობია).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 2----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე, 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, ნ. ი---–---–-ს ქ. №--. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე 1993 წლის 1-----------–იდან 2009 წლის 1-----------–ამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში. გ--ი ბ----–--ის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში სხვადასხვა დროს იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ბ------- ხ---–--–-ის შეს. №--ში; ქ. თბილისში, ი---–---–-ს ქ. №1--–- და ქ. თბილისში, უ–-----ის ქ. №2--–-.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 2-------ის №7--- წერილზე, რომლის თანახმად, გ--ი ბ----–--ე ვერ იქნებოდა მუდმივად მცხოვრები სოფელ ა------ში, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სტრუქტურაში. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ 2014 წლის 1-----სს გაცემული ცნობის თანახმად კი, გ--ი ბ----–--ე 1992 წლის მეორე ნახევრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--ი ბ----–--ე 1993 წლიდან, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენის პერიოდშიც, ცხოვრობდა თბილისში. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების განმავლობაში მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, 1993-2009 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ში სხვადასხვა პოზიციაზე. ქ. თბილისში მუშაობის პერიოდში იგი ცხოვრობდა მეუღლის კუთვნილ ბინაში, ხოლო თავისუფალ დროს ჩადიოდა სოფელში და მისდევდა სოფლის მეურნეობას. ამასთან, მოსარჩელე ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იგი თბილისში იმყოფებოდა მივლინებით და ეს არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში კი საქმე ეხება სამსახურის ადგილის არა დროებითი, მოკლევადიანი შეცვლის პერიოდს, არამედ თითქმის 16-წლ--ნ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, თბილისში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 2----------ის №1---- წერილში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მოხდა სოფ. ა------იდან სხვა რეგიონში გადასვლა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 1993 წელს გ--ი ბ----–--ემ სოფ. ა------ი დატოვა, სამსახურებრივი საქმიანობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, რაც, ბუნებრივია, მისი არჩევანი იყო. შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც იგი მხოლოდ პერიოდულად ახერხებდა სადავო ტერიტორიაზე დაბრუნებას. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც ხდებოდა სხვა საცხოვრებელ ადგილზე პირის მივლინება, მას უზრუნველყოფდნენ საცხოვრებლითაც, რის თაობაზეც მიიღებოდა გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება. ამიტომ ის გარემოება, რომ იგი თბილისში იმყოფებოდა მივლინებით და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფ. ა------ი, გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო დროის განსაზ---რული პერიოდით საცხოვრებელი ადგილის დატოვება. მოცემული პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მხოლოდ დროებით დატოვა ოკუპირებული ტერიტორია და მისი ძირითადი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ა------ი. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან 1993 წლიდან მოსარჩელე ძირითადად იმყოფებოდა თბილისში, სწორედ თბილისში იყო დასაქმებული, აქ დაოჯახდა, შეეძინა შვილები, თბილისში ეწეოდა როგორც პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა თანამდებობებზე, ისე საოჯახო მეურნეობას, თბილისი იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სოფ. ა------ში, სამსახურისგან თავისუფალ დროს ჩასვლა, არ ქმნის მოცემული ადგილის მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის წინაპირობებს. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ 1993 წელს თბილისში მივლინების შემდგომ, გავიდა მივლინების ვადა და მოსარჩელეს ჰქონდა ა------ში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის მცდელობა, რაც 2008 წელს განხორციელებული მოვლენების გამო ვერ განახორციელა.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან - მ---ა ნ-----–--–---–ის 2016 წლის 2----------ის ზეპირი გასაუბრების ოქმზე, რომლის თანახმად, იგი გამოცხადდა ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, სადაც გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებელს - ჟ--ა მ-------ნს, რომელმაც განმარტა, რომ 1969 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, დიდ საერთო იტალიურ ეზოში, სადაც მისი ოჯახის გარდა კიდევ ცხოვრობდა სხვა ოჯახები. კერძოდ, მ--------–---–ების ოჯახი, რომლის ოჯახის წევრი - ლ-- მ--------–---–ი დაოჯახდა ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენის მკვიდრ - გ--ი ბ----–--ეზე, რომელიც დაქორწინების შემდგომ დასახლდა მათ ეზოში, ლ--ს კუთვნილ ბინაში. მისი განმარტებით, ეს იქნებოდა 1995-1997 წლები და მას შემდგომ გ--ი ბ----–--ე ოჯახთან ერთად (მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად) ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, ხოლო დაახლოებით 3 წელ-- ბინის სიმცირის გამო საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. თბილისში, შ--- ზ---ის ქუჩაზე (ზუსტი მისამართი უცნობია). ასევე განმარტა, რომ გ--ი ბ----–--ე ლ-- მ--------–---–თან დაქორწინების შემდგომ მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნ. ი---–---–-ს ქ. №1--–-, 2008 წლის აგვისტოს ომამდე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განმარტება ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული. მოცემული განმარტება კი სრულად შეესაბამება ზემოთ დასახელებულ წერილობით მტკიცებულებებს. ამასთან, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ჟ--ა მ-------ნის განმარტება ვერ ჩაითვლება უტყუარად, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რესპონდენტს არ უხსნიან რეალურად საქმის ვითარებას და გამოკითხვის მიზანს, ხოლო გამოკითხული, მიუხედავად რეალური ვითარებისა, იმის შიშით, რომ ზიანი არ მიაყენოს მეზობელის ინტერესს, ადასტურებს მუდმივად ცხოვრების ფაქტს. პალატა განმარტავს, რომ მოცემული გამოკითხვა მიზნად ისახავდა კონკრეტული, წარსულში არსებული ფაქტობრივი ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, პირს მხოლოდ უნდა მიეთითებინა, რა ფაქტობრივ გარემოებებს ჰქონდა ადგილი წარსულში, მას მოეთხოვებოდა მხოლოდ ფაქტების ხაზგასმა, ამდენად, გამოკითხვის მიზნის შესახებ პირის ინფორმირების საკითხის განხილვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება წარსულში უკვე მომხდარი, უკვე არსებული გარემოების დაფიქსირებაზე.
რაც შეეხება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილებს, გამგეობის 2016 წლის 3----------ის №5------- წერილის თანახმად, გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 2008 წლამდე. იგი 1992 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, სოფ. ა------იდან მოუხდა სხვა რეგიონში გადასვლა. ასევე გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ში ფლობდა ორსართულ--ნ სახლს მიწის ნაკვეთებით. აღნიშნულ წერილზე სამინისტრომ დამატებით მოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ჩაითვალა გ--ი ბ----–--ე სოფ. ა------ის მუდმივ მაცხოვრებელ პირად, თუ ის 1992 წლის შემდეგ ამ სოფელში აღარ ცხოვრობდა. 2017 წლის 1--------ის წერილით განმარტებულ--, რომ გ--ი ბ----–--ე 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ა------ში, ხოლო 1992 წლის შემდეგ თავისუფალ დროს ატარებდა სოფელში. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 1--------ის №--- წერილით დგინდება, რომ მოქალაქე - გ--ი ბ----–--ე იყო ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ა------ის მუდმივი მაცხოვრებელი 1992 წლამდე, ხოლო 1992 წლიდან 2008 წლამდე იგი მსახურობდა შსს და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობისათვის გამოყოფილ თავისუფალ დროს ყოველთვის ატარებდა სოფ. ა------ში, სადაც უძღვებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავებას. ამდენად, სააპელაციო პალატა მოცემული წერილების შინაარსის გათვალისწინებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გამგეობის წერილები ასევე იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ 1993 წლიდან მოსარჩელე ა------ში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზ---რულ--, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზ---რული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეპირისპირებისა და შესწავლის შედეგად ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელემ 1993 წელს დატოვა სოფელი ა------ი და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. ამდენად, ერთი მხრივ, ტერიტორიის დატოვება არ მომხდარა 2008 წელს განხორციელებული მოვლენების შედეგად, არამედ ჯერ კიდევ 1993 წლიდან დატოვა გ--ი ბ----–--ემ დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია, ამასთან, 2008 წელს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო თბილისი, სადაც იგი იყო დასაქმებული, ჰყავდა ოჯახი, ფაქტობრივად ცხოვრობდა და ა------ში ჩადიოდა მხოლოდ პერიოდულად, თავისუფალ დროს, დროის ხანმოკლე პერიოდის გასატარებლად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა გ--ი ბ----–--ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხი და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წელს არ ყოფილა სოფელი ა------ი და მას ოკუპირებული ტერიტორია არ დაუტოვებია ოკუპაციიდან გამომდინარე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილ-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილ-- ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელ-- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილ--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულ-- მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი არ არსებობს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. გ--ი ბ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი