„იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 აბზაცი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 და მე-5 აბზაცები ამოქმედდეს „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს შეიმუშაოს და განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებისა და დამატებების შესახებ.

5. დაევალოს საქართველოს აუღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური, საყოფაცხოვრებო და კულტურული ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებანი.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 28 ივნისი

№336–II ს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე?
დიახ, სამართლებრივი აქტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე ამჟამად ძალაშია.
სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/38200/