განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
330310017002131879
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002131879

საქმე №3ბ/1288-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - დ---------------–---–-, ს---------------–---–-

წარმომადგენელი - გ--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო

(საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტთა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დ---------------–---–-სა და ს---------------–---–-ს სარჩელის არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებებით მოსარჩელეებს - დ------- კ------–---–ს და ს------- კ------–---–ს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოში გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებთან მიმართებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ითხოვა ინფორმაცია 1993 წლამდე მოსარჩელე დ---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8------------ წერილობითი მიმართვით მას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4----------- ცნობით, მოსარჩელე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ც--–-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ც--–-----ში ოჯახთან ერთად. იმავე მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 მარტის ცნობით, მოსარჩელე დ---------------–---–- ოჯახთან ერთად 1993 წლამდე პერიოდულად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ც--–-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ც--–-----ში.

 

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, მოსარჩელე დ------- კ------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2017 წლის 18 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ იგი დაიბადა 1957 წელს ქ. სოხუმში, 1979 წელს დაქორწინდა ქ. სოხუმში, 1992 წელს დატოვა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი, სადაც იგი ცხოვრობდა მამის, ხოლო შემდგომ ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისი შვილები სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელი ც--–-----ის საშუალო სკოლაში და სკოლაში სწავლის პერიოდში მის შვილებს უვლიდნენ მისი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი.

 

მოსარჩელე დ------- კ------–---–მა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2014 წლის 2------ს შევსებულ კითხვარში მიუთითა, რომ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმში დატოვა 1990 წლის აგვისტოში.

 

სოფელი ც--–-----ის საჯარო სკოლის 2015 წლის 19 ივნისის ცნობით, მოსარჩელე დ---------------–---–-ს შვილები - ს------- და ხ------- კ------–---–ები 1987-1998 წლებში სწავლობდნენ ც--–-----ის საშუალო სკოლაში.

 

მოსარჩელე დ---------------–---–-ს მეუღლეს არ აქვს მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 27 ოქტომბრის წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ მოსარჩელე დ---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. სოხუმი, თბილისის გ-------–--–-----------. აღნიშნული ცნობა ძირითადად დაეფუძნა მოსარჩელე დ---------------–---–-ს და მისი დის ს---–---------–--ას ახსნა-განმარტებებს.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №01-01/06-9699 მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული დ---------------–---–-სათვის და ს---------------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2-------------------------------- მოხსენებითი ბარათისა და დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2017 წლის 22 სექტემბერს გამოსცა ბრძანებები, მოსარჩელეების - დ---------------–---–-სათვის და ს---------------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

 

აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.

 

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებებით მოსარჩელეებს - დ------- კ------–---–ს და ს------- კ------–---–ს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოში გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებთან მიმართებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების - დ---------------–---–-ს და ს---------------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ითხოვა ინფორმაცია 1993 წლამდე მოსარჩელე დ---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8------------ წერილობითი მიმართვით მას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4----------- ცნობით, მოსარჩელე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ც--–-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ც--–-----ში ოჯახთან ერთად. იმავე მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 მარტის ცნობით, მოსარჩელე დ---------------–---–- ოჯახთან ერთად 1993 წლამდე პერიოდულად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ც--–-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ც--–-----ში.

 

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, მოსარჩელე დ------- კ------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2017 წლის 18 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ იგი დაიბადა 1957 წელს, ქ. სოხუმში, 1979 წელს დაქორწინდა ქ. სოხუმში, 1992 წელს დატოვა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი, სადაც იგი ცხოვრობდა მამის, ხოლო შემდგომ ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისი შვილები სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელი ც--–-----ის საშუალო სკოლაში და სკოლაში სწავლის პერიოდში მის შვილებს უვლიდნენ მისი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დ------- კ------–---–მა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2014 წლის 2------ს შევსებულ კითხვარში მიუთითა, რომ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი დატოვა 1990 წლის აგვისტოში, რაც არ შეესაბამება მის მიერვე, 2017 წლის 18 მაისს გასაუბრებისას მითითებულ ინფორმაციას.

 

ამრიგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეასრულა სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავალება და დამატებით გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის საფუძველზეც გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

საქმეში წარმოდგენილი სოფელი ც--–-----ის საჯარო სკოლის 2015 წლის 19 ივნისის ცნობით, მოსარჩელე დ------- კ------–---–ის შვილები - ს------- და ხ------- კ------–---–ები 1987-1998 წლებში სწავლობდნენ ც--–-----ის საშუალო სკოლაში.

 

ამასთან, მოსარჩელე დ---------------–---–-ს მეუღლეს არ აქვს მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე დ---------------–---–-ს მცირეწლოვანი შვილები საშუალო სკოლაში სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში და მისი მეუღლე ცხოვრობდა აღნიშნულ სოფელში, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ მოსარჩელე დ---------------–---–- მუდმივად ქ. სოხუმში ცხოვრობდა და მხოლოდ არდადეგებზე ნახულობდა ოჯახს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამის ადგილზე პერიოდულად გადაადგილება (თუნდაც ასეთ ადგილზე დროებით ყოფნა) არ წარმოადგენს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის სამართლებრივ წინაპირობას, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დგინდება ისეთი გარემოებებით, რომლებიც უკავშირდება პირის ნათესაურ კავშირებს, ძირითადი საქმიანობის ადგილს და ა.შ.

 

ამრიგად, საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) ცნობებით, სოფელი ც--–-----ის საშუალო სკოლის ცნობით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელე დ---------------–---–-ს და ს---------------–---–-ს 1993 წლამდე ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 27 ოქტომბრის წერილობითი მიმართვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ მოსარჩელე დ---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. სოხუმი თბილისის გ-------–--–-----------., თუმცა აღნიშნული ცნობა ძირითადად დაეფუძნა მოსარჩელე დ---------------–---–-ს და მისი დის ს---–---------–--ას ახსნა-განმარტებებს. შესაბამისად, იგი ვერ გააქარწყლებს ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებებს.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ისინი არ აქარწყლებს ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც ისინი არსებითად ეწინააღმდეგება თვით მოსარჩელე დ---------------–---–-ს ახსნა-განმარტებას, კერძოდ მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ქ. სოხუმში ოჯახისაგან განცალკევებით მის დედამთილთან დაძაბული ურთიერთობის გამო ცხოვრობდა მაშინ, როდესაც მოწმის, მოსარჩელე დ---------------–---–-ს დის - ს---–---------–--ას განმარტებით, მის დას - დ------- კ------–---–ს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდა. ამასთან, მოწმის, მოსარჩელე დ---------------–---–-ს ნათესავის - ე-–----------–--–---–ის განმარტებით, მოსარჩელე დ---------------–---–- ქ. სოხუმში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მაშინ, როდესაც თვით მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე შვილებს უვლიდა ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში. მოწმის - ე-–----------–--–---–ის განმარტებით იგი სხვა სოფელში ცხოვრობდა და ნათესავებთან სტუმრობისას, სტუმრად მისულს ხედავდა ხოლმე მოსარჩელე დ------- კ------–---–ს. შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობები და მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლები აქარწყლებს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.

 

ხსენებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელეების დ---------------–---–-ს და ს---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილებები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება მიეკუთვნება აფხაზეთის მთავრობას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ აფხაზეთის მთავრობის დასკვნა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს კი არ განსაზღვრავს, არამედ პირის რეგისტრაციის ადგილს. აპელანტის მითითებით, აღნიშნული დამოკიდებულება შუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან და არასწორად არის შეფასებული.

 

აპელანტის მითითებით, „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მშობლები განსაზღვრავენ შვილების დევნილის სტატუსის მიღების საკითხს და არა პირიქით. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, რადგან ბავშვები ცხოვრობდნენ სოფელ ც--–-----ში, სოფელ ც--–-----ში იცხოვრებდა დედაც, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესი ამას მოითხოვს. აპელანტი მიიჩნევს, რომ ეს პოზიცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან სასამართლო ვარაუდობს ცალკეული გარემოებების არსებობას და გადაწყვეტილებას აფუძნებს მხოლოდ ვარაუდზე, რაც არასწორია და ადასტურებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებებით მოსარჩელეებს - დ------- კ------–---–ს და ს------- კ------–---–ს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოში გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-----------–---------------- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებთან მიმართებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების - დ------- და ს------- კ------–---–ებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, მოსარჩელე დ------- კ------–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, 2017 წლის 18 მაისს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ იგი დაიბადა 1957 წელს ქ. სოხუმში, 1979 წელს დაქორწინდა ქ. სოხუმში, 1992 წელს დატოვა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. სოხუმი, სადაც იგი ცხოვრობდა მამის, ხოლო შემდგომ ძმის საკუთრებაში არსებულ ბინაში. მისი შვილები სწავლობდნენ ტყიბულის რაიონის სოფელი ც--–-----ის საშუალო სკოლაში და სკოლაში სწავლის პერიოდში მის შვილებს უვლიდნენ მისი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა ინფორმაცია - 1993 წლამდე მოსარჩელე დ---------------–---–-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8------------ წერილობითი მიმართვით სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დ---------------–---–-სა და ს---------------–---–-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო საკმარისად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რასაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში და თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები არ იძლევა აქტების უკანონობის თაობაზე აპელანტთა მიერ წარმოდგენილი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: საყურადღებოა თავად გასაუბრების კითხვარი, რომელშიც დ---------------–---–- აღნიშნავს, რომ დაიბადა 1957 წელს, ქ. სოხუმში, მე-8 კლასამდე სწავლობა სოფელ ვ----ეში, მე-8 კლასის შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ო------ს--- საღამოს სკოლაში. 1970-1979 წლებში მუშობდა საკონდიტრო ქარხანაში მუშად. 1979 წელს დაოჯახდა ქ. სოხუმში. 1981 და 1983 წლებში მისი შვილები დაიბადნენ ქ. ქუთაისში. მეუღლე მ------- კ------–---–ი წარმოშობით არის ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----იდან. მეუღლე მ------- კ------–---–ი 1981-1987 წლებში სწავლობდა სოხუმის სუბტროპიკულ უნივერისტეტში. მეუღლე გარდაიცვალა 2014 წელს. დ---------------–---–-ს განმარტებით, მისმა შვილებმა სწავლა დაიწყეს სოფელ ც--–-----ში, თავად კი ამ პერიოდში ცხოვრობდა ქ. სოხუმში, რადგან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მკურნალობდა. მოსარჩელის განმარტებით სოხუმი დატოვა 1992 წელს შვილებთან ერთად. ოკუპირებული ტეროტორიიდან წამოსვლის შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ც--–-----ში, ხოლო ამჟამად ცხოვრობს ქ. ქუთაისში ნათესავთან.

 

საქმეში წარმოდგენილია სოფელ ც--–-----ის საჯარო სკოლის მიერ 2015 წლის 19 ივნისს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე დ---------------–---–-ს შვილები - ს------- და ხ------- კ------–---–ები 1987-1998 წლებში სწავლობდნენ ც--–-----ის საშუალო სკოლაში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ---------------–---–-ს მეუღლეს არ ჰქონდა მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და თვლის, იმ პირობებში, როდესაც დ------- კ------–---–ს არ უდასტურდება რაიმე შრომითი აქტივობები ან სხვა მნიშვნელოვანი სახის კავშირები ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიასთან, შეუძლებელია იმ გარემოების მტკიცება, რომ დ---------------–---–- სოხუმში ცხოვრობდა ოჯახის, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისაგან განცალკავებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4----------- ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ც--–-----ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ც--–-----ში ოჯახთან ერთად.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8------------ წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით მოქალაქე დ---------------–---–- 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----ში.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ურთიერთშეუსაბამო ჩვენებზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ იძლევა დ---------------–---–-სა და ს---------------–---–-ს ჩამოყალიბებული ყოფითი კავშირების ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობას. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც აშკარაა მოსარჩელეთა კავშირი ტყიბულის რაიონის სოფელ ც--–-----თან.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ აპელანტებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ---------------–---–-სა და ს---------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე