1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:
ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი;
ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი;
გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;
ზ) იგი გარდაიცვალა.
2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:
ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;
ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება;
დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.
3. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
4. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2322 - ვებგვერდი, 13.05.2014
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (06.02.2014).
წინა რედაქცია (24.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები 1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი; ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი; გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია; ზ) იგი გარდაიცვალა. 2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ: ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა; გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება; დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. 3. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. 4. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. 5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2322 - ვებგვერდი, 13.05.2014
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(92)
- საქმე №ბს-1141(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2025
…ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე…
- საქმე №ბს-1348(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2025
…პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ…
- საქმე №ბს-551(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
…ოქმში მათი მეზობელი. ამავე დასკვნის თანახმად, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით…
- საქმე №ბს-117(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
…რომ ა.კ-ის მამას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი. დადგენილია, რომ მ.კ-ის 1996 წლიდან 2007 წლამდე მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუის, ხოლო 2008 წლიდან შეუწყდა, ვინაიდან არ გაუვლია 2007 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს…
- საქმე №ბს-612(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
…ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს პირისათვის დევნილის სტატუსის…
- საქმე №ბს-243(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ბს-430(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №ბს-869(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-252(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-874(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-1088(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
- საქმე №ბს-174(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-584(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-593(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-186(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1419(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ბს-1501(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №ბს-260(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2022
- საქმე №ბს-348(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ბს-19(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-780(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-872(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
- საქმე №ბს-366(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-236(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2021
- საქმე №ბს-993(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ბს-323(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
- საქმე №ბს-1247(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-1212(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2018
- საქმე №ბს-839(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
- საქმე №ბს-779-779(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
- საქმე №ბს-369-369(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ბს-345-345(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.06.2018
- საქმე №ბს-244-244(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2018
- საქმე №ბს-921-917(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ბს-832-828(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ბს-694-690(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ბს-458-455(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №ბს-572-569(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-487-484(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-215-213(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 92-დან.