1. სახელმწიფო აღიარებს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის.
2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, დაცული იქნეს ძარცვის, განადგურების, თვითნებური და სხვაგვარი უკანონო გამოყენებისა და მითვისებისაგან.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, როდესაც დევნილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა, კანონიერ მესაკუთრესა და მფლობელს დაუბრუნდეს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში