1. საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე;
ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;
გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.
3. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე.
5. თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისას მისი ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) დევნილი/დევნილი ოჯახი სრულად იყოს ინფორმირებული გადაადგილებისა და განსახლების მიზეზებსა და პროცედურებზე, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია შესაბამისი შეთავაზებების შესახებ, რათა მიეცეს თავისუფალი და ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალება;
ბ) ყოველი დევნილი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საცხოვრებლით;
გ) დევნილის განსახლება განხორციელდეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება.
7. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამ შემთხვევაში დევნილს/დევნილ ოჯახს ასახლებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში იძლევა თანხმობას დევნილის მიმართ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (06.02.2014).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(55)
- საქმე №ას-1427-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
…რომ აპელანტი არის დევნილი და არ აქვს სხვა საცხოვრებელი ფართი. აპელანტის განმარტებით, გ.ხ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა, რომ ვიდრე სახელმწიფო არ დააკმაყოფილებდა ბინით, ის არ დააყენებდა აპელანტის გამოსახლების საკითხს. სააპელაციო პალატამ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ…
- საქმე №ბს-1231(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული…
- საქმე №ას-904-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2024
…ქონების ჩამორთმევა არ არის დადგენილი. შენობაში დევნილი ოჯახების ცხოვრება თავისთავად არ გულისხმობს ქონების ჩამორთმევას, მით უმეტეს, როცა მესაკუთრე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვს ქირის გადახდას. 5.5. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) მე-14 მუხლზე (1.…
- საქმე №ბს-543(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
…დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებზე, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 20.1 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,…
- საქმე №ბს-445(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. "დევნილთა შესახებ" კანონიდან სააპელაციო პალატამ ასევე მიუთია 6.1, მე-13, მე-14, მე-19 და 20.1 მუხლებზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური…
- საქმე №ბს-169(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-1290(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ბს-1071(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ბს-1092(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-752(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №ბს-498(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ბს-168(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
- საქმე №ბს-357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ბს-149(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ბს-485(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2021
- საქმე №ბს-1074(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
- საქმე №ას-966-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2020
- საქმე №ას-190-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
- საქმე №ას-1508-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2019
- საქმე №ას-1492-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2018
- საქმე №ას-562-562-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2018
- საქმე №ას-83-83-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №ბს-1055(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2018
- საქმე №ას-201-190-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2017
- საქმე №ას-1009-970-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2016
- საქმე №ბს-52-51(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2014
- საქმე №080210018002197543 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №330210016001289416 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310019002908645 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №330210017001771298 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.10.2019
- საქმე №330310018002513820 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №330310018002516717 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330310018002696668 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330310018002551036 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330210017001970887 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №080210018002219298 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330210016001603872 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №330310017001927128 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330210016001629836 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.02.2018
- საქმე №330310019003186752 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.