განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.10.2019
საქმის ნომერი
330210017001771298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001771298

N2ბ/2388-2019

თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი ქალაქ თბ--–--ი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლუ-- ჩხ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ზა--- ხ------–---, გი------ ხ------–---, ეთ--- ტ-----–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლუ-- ჩხ-----ის სარჩელი მოპასუხეების ზა--- ხ------–---ს, გი------ ხ------–---ს, ეთ--- ტ-----–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ზა--- ხ------–---სა და მის ძმას, გი------ ხ------–---ს, აქვთ დევნილის სტატუსი. დევნილის სტატუსი ჰქონდათ ასევე ზა--- და გი------ ხარჩილავების აწ გარდაცვლილ მშობლებს, ზუ---- ხ------–---სა და სვ----–--- ვე----ს (მხარეთა ახსნა-განმარტება, ს/ფ 22, 55, 56, 58);

 

2.2. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით დადგენილია, რომ ზუ---- ხ------–---ს დროებით საცხოვრებელ ადგილად დევნილის მოწმობაში მითითებულია ქ. თბ--–--ი, სა-------, ვა--------–- 3, მ--------, კ--------, ბ----- (ს/ფ 56);

 

2.3. 2014 წლის 29 იანვირის სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ზა--- ხ------–---ს მამა, ზუ---- ხ------–---, გარდაიცვალა 2008 წლის 27 ნოემბერს და ზა--- ხ------–---მ და სვ----–--- ვე----მ, როგორც ზუ---- ხ------–---ს კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, სრულად მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ს/ფ 57-59);

 

2.4. მოპასუხეები 2002 წლიდან ცხოვრობენ მისამართზე, ქ. თბ--–--ი, ვა--------–-ს დასახლება, ზ-------–-----, მ--- მიკრორაიონი, კორპუსი 1-, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------.

ზა--- და გი------ ხარჩილავების მშობლები, ზუ---- ხ------–--- და სვ----–--- ვე----, 2002 წლიდან გარდაცვალებამდე, სადავო ბინაში ცხოვრობდნენ, ხოლო მოპასუხეები ამჟამადაც აგრძელებენ სადავო ბინაში ცხოვრებას (მხარეთა ახსნა-განმარტება, აბონენტის ბრუნვის ისტორია, ს/ფ 60-68, 69);

 

2.5. საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბ--–--ი, ვა--------–-ს დასახლება, ზ-------–-----, მ--- მიკრორაიონი, კორპუსი 1-, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 2015 წლის 5 იანვრამდე იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო 2015 წლის 5 იანვრიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლუ-- ჩხ-----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2014 წლის 29 დეკემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 13);

 

2.6. 2010 წლის 11 თებერვალს, ლუ-- ჩხ-----ემ თანხმობა განაცხადა მასზედ, რომ მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის სანაცვლოდ ლუ-- ჩხ-----ესთვის სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, მთლიანად დაფარულად ჩათვლილიყო ლუ-- ჩხ-----ის მიმართ არსებული სახელმწიფო დავალიანება(ს/ფ 19-20);

 

2.7. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ლუ-- ჩხ-----ეს 1989 წელს განხორციელებული ჰქონდა შენატანები მშენებარე სახელმწიფო კოოპერატიული ბინის შესაძენად. დადგენილია ასევე, რომ კოოპერატიული ბინა ვადაში არ აშენდა და მოსარჩელეს არ გადაეცა, რის გამოც, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის N2386 განკარგულების შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბ--–--ში, ვა--------–-ს დასახლების ზეტა პლატოზე, მიკრორაიონი II, კორპუსი 1-, ლუ-- ჩხ-----ის მიმართ სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული დავალიანების სანაცვლოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საიმბოლურ ფასად - 1 ლარად - საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ლუ-- ჩხ-----ეს (ს/ფ 14-16);

 

2.8. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბ--–--ი, ც------ დ-------ს ქუჩა N37, 3--- კვ.მ. კომერციული ფართი საკადასტრო კოდით N0----------------------, 2016 წლის 1 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ეთ--- ტ-----–---–ის საკუთრებად (ს/ფ 137);

 

2.9. თბ--–--ის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე N3/6672-15, თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით საქმეზე N3ბ/970-16, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეზე „ზა--- ხ------–--- ბს-343-341(2კ-17)’’, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N01-02/08/21691 წერილითა და მესამე პირის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ ზემომითითებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაეკისრა ზა--- ხ------–---ს, როგორც დევნილის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მოპასუხე მხარისა და მესამე პირის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ ზა--- ხ------–---ს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი საქმის განხილვის დროისთვის არ გადასცემია (ს/ფ 71-88, 89, 138-161, 162-167).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.10. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ზა--- ხ------–--- თავის მეუღლესთან და ძმასთან ერთად სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელი იყო.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართობია საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილის ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ ზა--- ხ------–---ს მამა სახელმწოფოს მიერ რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე და ხარჩილავების სადავო ბინაში შესახლების მომენტისთვის, ბინა წარმოადგენდა არა მოსარჩელის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებას. მესამე პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ხარჩილავების ოჯახი, ისევე, როგორც სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ სხვა დევნილთა ოჯახები, რომლებიც სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველჰყო, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელი იყო 2002 წლიდან. გარემოება, რომ მოსარჩელე 2015 წლის 5 იანვრიდან სადავო ბინის მესაკუთრედ აღირიცხა, არ წარმოადგენდა ზა--- ხ------–---ს, როგორც ზუ---- ხ------–---ს მემკვიდრისა და ოჯახის წევრის, მართლზომიერი მფლობელობის უფლების გამაქარწყლებელ გარემოებას. სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ გაქარწყლებულა არც ზა--- ხ------–---ს მეუღლის საკუთრებად 3---კვ.მ. კომერციული ფართის 2016 წელს რეგისტრაციის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ზა--- ხ------–---ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, ზა--- ხ------–--- და მისი ოჯახის წევრები, მოპასუხეები ეთ--- ტ-----–---–ი და გი------ ხ------–---, სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები იყვნენ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როდესაც შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსი მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამასთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მ--- პუნქტით დადგენილია, რომ დევნილის დაბრუნებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდებასაერთოწესით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხეები სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები იყვნენ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაყენებული მოთხოვნის განხილვისას სახელმძღვანელო სამართლებრივი პრინციპები დადგენილია როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქმეზე „ხინთიბიძე და სხვები“, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებით საქმეზე „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელთა თანახმადაც, დევნილის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა დაუშვებელია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მ--- პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომამდე, თუ სადავო უძრავი ნივთი დევნილის მასში შესახლების დროს სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და თუ დევნილის შესახლება კანონიერი იყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ 2002 წელს, ზა--- ხ------–---ს ოჯახის სადავო ბინაში შესახლების მომენტისთვის, სადავო ბინა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, სადავო ბინის საკუთრების უფლებით 2015 წელს მიღების დროს, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ბინაში დევნილთა ოჯახის 2002 წლიდან ცხოვრების ფაქტის შესახებ და მოსარჩელე თანახმა იყო, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიეღო საკუთრებაში სადავო ბინა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიიჩნევდა, რომ მოპასუხეები, როგორც დევნილები, უფლებამოსილნი იყვნენ, 2002 წელს დაეკავებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სადავო ბინა, რაც მოსარჩელის ოჯახის წევრის - აწ გარდაცვლილი მამის სადავო ბინის მისამართზე სამინისტროს მიერ რეგისტრაციითაც დასტურდებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ზა--- ხ------–---ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის თაობაზე უარი უნდა თქმოდა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ ზა--- ხ------–---ს, მის ძმა გი------ ხ------–---ს და მათ აწ გარდაცვლილ მშობლებს, ზუ---- ხ------–---სა და სვ----–--- ვე----ს, ჰქონდათ დევნილის სტატუსი.

 

მოსარჩელე სადავოს ხდიდა თავიდანვე მათი ლტოლვილის სტატუსს, რაზედაც თვითონ მოპასუხეები დავობდნენ სასამართლოში. ზაურ ვე----ს ოჯახი არის დევნილის ოჯახი, რომლის წევრები არიან ზაურ ვე----ს და სვ----–--- ვე---- (აწ. გარდაცვლილი) და დისშვილი ზა--- ხ------–---. ზაურ ვე----ს დევნილთა ოჯახს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საცხოვრებელი ბინა ქ. თბ--–--ი, წი----------–---–-ს ქ.N1-- მ--- კლინიკური საავადმყოფოში, რაც ზა--- ხ------–---ს და აწ. გარდაცვლილ სვ----–--- ვე----ს დროებით საცხოვრებელ ადგილად აქვთ მითითებული. ზა--- ხ------–---ს დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს სწორედ დედის სვ----–--- ვე----ს ძმის ზაურ ვე----ს დევნილის ოჯახიდან და არა მამის ზუ---- ხ------–---ს მხრიდან. იძულებით გადაადგილებული პირი, რომ ყოფილიყო ზუ---- ხ------–---, მაშინ 2016 წელს ზა--- ხ------–--- და სვ----–--- ვე---- იდავებდნენ ზუ---- ხ------–---ს დევნილი ოჯახის სტატუსით, რომლის სამკვიდრო ქონება აქტივებით და პასივებით მიიღეს ზუ---- ხ------–---ს კანონისმიერმა მემკვიდრეებმა 2008 წლის 27 ნოემბერს ზა--- ხ------–---მ და სვ----–--- ვე----მ.

 

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ზა--- ხ------–--- თავის მეუღლესთან და ძმასთან ერთად სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მათი ჩასახლება სადავო ბინაში. ამასთან, სადავო ბინა არ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს. მათ დაკავებული აქვთ სადავო ქონება თვითნებურად, კანონის დარღვევით. ისინი მართლზომიერად ჩასახლებულები არიან დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში ქ. თბ--–--ი, წი----------–---–-ს ქ.N1---ში მდებარე მ--- კლინიკური საავადმყოფოში, ხოლო ეთ--- ტ-----–---–ი არც არის დევნილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა ზა--- ხ------–---ს, როგორც დევნილის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, თუმცა არა გი------ ხ------–---სი და ეთ---ი ტ-----–---–ისა, მითუმეტეს ფართით უზრუნველყოფა არ დავალებია ქ. თბ--–--ის თვითმმართველ ერთულს, რომლის საკუთრებას წარმოადგენს სადავო ბინა.

 

3.3. სასამართლომ დაარღვია კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართობია საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილის ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. მოცემულ შემთხვევაში ზა--- ხ------–---, გი------ ხ------–--- და ეთ--- ტ-----–---–ი სადავო ბინაში შეჭრილები არიან თვითნებურად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე;

 

3.4. სასამართლომ კანონის დარღვევით და ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებით უდავოდ დაადგინა, რომ ზა--- ხ------–---ს მამა სახელმწოფოს მიერ რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე და ხარჩილავების სადავო ბინაში შესახლების მომენტისთვის, ბინა წარმოადგენდა არა მოსარჩელის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ ზა--- ხ------–---ს მამა სადავო ბინაში შესახლებული იყო სახელმწიფოს მიერ. მარტო ზუ---- ხ------–---ს დევნილის მოწმობა ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება. ასევე საქმეში არ მოიპოვება არც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხარჩილავების ოჯახი სადავო საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელია 2002 წლიდან.

 

3.5. სასამართლომ ლუ-- ჩხ-----ის მესაკუთრის უფლებების დარღვევით და ფაქტობრივი გაემოებების არასწორი შეფასებით სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე მოპასუხეები მიიჩნია სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელებად, სახელმწიფოს მიერ ზა--- ხ------–---ს და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, როდესაც სახლმწიფოს ოჯახის წევრების მიმართ არანაირი ვალდებულება არ აუღია.

 

3.6. სასამართლომ დაარღვია და არასწორი განმარტება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მ--- პუნქტი.

 

სახელმწიფოს არ შეუსახლებია ზა--- ხ------–---ს ოჯახი სადავო ბინაში. სადავო ბინა საკუთრების უფლებით ლუ-- ჩხ-----ეს გადაეცა 2015 წელს, საიდანაც დევნილების გამოსახლება იყო დადგენილი. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო ბინაში დევნილთა ოჯახის 2002 წლიდან ცხოვრების ფაქტს. არც ნოტარიულად თანხმობაში, არც 2014 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხლეშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს და რომ გადასაცემ ბინაში ცხოვრობდა დევნილთა ოჯახი.

 

3.7. სასამართლო არსაწორად განმარტავს და მიუთეთებს, თუ რომელმა სამინისტრომ განახორციელა და რომელი მესაკუთრის თანხმობით მოხდა მოსარჩელის ოჯახის წევრის - აწ გარდაცვლილი მამის, სადავო ბინაში რეგისტრაცია. ხოლო ის ვარაუდი რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები, როგორც დევნილები, უფლებამოსილნი იყვნენ, 2002 წელს დაეკავებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სადავო ბინა, არის უსაფუძლო, რადგან დევნილები მესაკუთრის თანხმობით უნდა იყვნენ შესახლებული და რეგისტრირებული სადავო ბინაში, რაც აწ გარდაცვლილი ზუ---- ხ------–---სთან მიმართებაში არ დასტურდება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიჩნეულ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. 30.11.2015 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბ--–--ში, ვა--------–-ს დასახლება, ზ-------–-----, მ--- მიკრორაიონი, კორპუსი 1-, ბ------, ფართი - 8---- კვ.მ. ს/კ N0----------------------, წარმოადგენს ლუ-- ჩხ-----ის საკუთრებას.

უფლების წარმოშობის საფუძველია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29.12.2014 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; უფლების რეგისტრაციის თარიღია - 05/01/2015 წ. (ტომი 1; ს/ფ 13; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს 05/01/2015 წლამდე, წარმოადგენდა სახელმწიფო;

 

4.3. ლუ-- ჩხ-----ეს 1989 წელს განხორციელებული ჰქონდა შენატანები მშენებარე სახელმწიფო კოოპერატიული ბინის შესაძენად. ბინა არ აშენებულა, რის სანაცვლოდ სახელმწიფოს მხრიდან 2015 წლის 5 იანვარს, ლუ-- ჩხ-----ეს, საკუთრებაში გადაეცა სადავო ფართი (ს/ფ 14-16,19-20);

 

4.4. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ლუ-- ჩხ-----ის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ზა--- ხ------–---ს, გი------ ხ------–---ს და ეთ--- ტ-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლუ-- ჩხ-----ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნულ გარემოებას არც მოპასუხეები არ ხდიან სადავოდ. ასევე დადგენილია და სადავო არ არის, რომ სადავო ბინას ფლობენ მოპასუხეები. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა, როგორც სადავო უძრავი ნივთის მფლობელებმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, შეძლეს მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 162.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

4.8. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსი მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ ზა--- ხ------–---სა და გი------ ხ------–---ს, აქვთ დევნილის სტატუსი. დევნილის სტატუსი ჰქონდათ ასევე ზა--- და გი------ ხარჩილავების აწ. გარდაცვლილ მშობლებს, ზუ---- ხ------–---სა და სვ----–--- ვე----ს (ტომი N1; ს/ფ 22, 23,24, 55, 56, 58,59);

 

4.9. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართობია საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილის ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეოსაქმიანობას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1. 2008 წლის დევნილის მოწმობაში ზუ---- ხ------–---ს დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბ--–--ი, სა-------, ვარკეთლი 3, მ--------, კორპ. 1-, ბ------ (ს/ფ 56); 2. ზა--- ხ------–---ს მამა, ზუ---- ხ------–---, გარდაიცვალა 2008 წლის 27 ნოემბერს. ზა--- ხ------–---მ და სვ----–--- ვე----მ, როგორც ზუ---- ხ------–---ს კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, სრულად მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ს/ფ 57-59). 3. მოპასუხეები 2002 წლიდან ცხოვრობენ მისამართზე, ქ. თბ--–--ი, ვა--------–-ს დასახლება, ზ-------–-----, მ--- მიკრორაიონი, კორპუსი 1-, ბ------, საკადასტრო კოდი N0----------------------. 2002 წლიდან გარდაცვალებამდე, სადავო ბინაში ასევე ცხოვრობდნენ ზა--- და გი------ ხარჩილავების მშობლები, ზუ---- ხ------–--- და სვ----–--- ვე----, ხოლო მოპასუხეები ამჟამადაც აგრძელებენ სადავო ბინაში ცხოვრებას (2016 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, მოწმეთა ჩვენებები (4.1.7; 4.1.8; მე-10 გვერდის ბოლო აბზაცი) და აბონენტის ბრუნვის ისტორია, ს/ფ 60-68, 71-88; 69);

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზა--- ხ------–---ს მამა, 2002 წლიდან, სახელმწოფოს მიერ რეგისტრირებული იყო სადავო ბინის მისამართზე და ხარჩილავების სადავო ბინაში შესახლების მომენტისთვის, ბინა წარმოადგენდა არა მოსარჩელე ლუ-- ჩხ-----ის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებას (მესამე პირის ახსნა-განმარტებით ასევე დასტურდება, რომ ხარჩილავების ოჯახი, ისევე, როგორც სადავო საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ სხვა დევნილთა ოჯახები, რომლებიც სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველჰყო, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელი იყო 2002 წლიდან. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის განკარგულება N2386).

 

4.10. თბ--–--ის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე N3/6672-15, თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით საქმეზე N3ბ/970-16, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეზე „ზა--- ხ------–--- ბს-343-341(2კ-17)’’, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N01-02/08/21691 წერილითა და მესამე პირის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ ზემომითითებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაეკისრა ზა--- ხ------–---ს, როგორც დევნილის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქმის განხილვის დროისთვის ზა--- ხ------–---ს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი არ გადასცემია (ს/ფ 71-88, 89, 138-161, 162-167).

 

4.11. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მ--- პუნქტით დადგენილია, რომ დევნილის დაბრუნებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე;

ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდებასაერთოწესით.

 

ამდენად, დევნილის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა დაუშვებელია ზემოაღნიშნული რომელიმე პირობის დადგომამდე, თუ საცხოვრებელი ფართი დევნილის შესახლების დროს სახელმწიფოს საკუთრება იყო და თუ დევნილის შესახლება კანონიერი იყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ არც ერთ გარემოებას ადგილი არ აქვს. მხოლოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2015 წლის 5 იანვრიდან სადავო ბინის მესაკუთრედ აღირიცხა, არ წარმოადგენს ზა--- ხ------–---ს, როგორც ზუ---- ხ------–---ს მემკვიდრისა და ოჯახის წევრის, მართლზომიერი მფლობელობის უფლების გამაქარწყლებელ გარემოებას. სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ გაქარწყლებულა არც ზა--- ხ------–---ს მეუღლის საკუთრებად 3---კვ.მ. კომერციული ფართის 2016 წელს რეგისტრაციის შედეგად.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სახელმწიფოს მიერ ზა--- ხ------–---ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე, ზა--- ხ------–--- და მისი ოჯახის წევრები, მოპასუხეები ეთ--- ტ-----–---–ი და გი------ ხ------–---, სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები იყვნენ. შესაბამისად, ვინაიდან, არ გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტ ლუ-- ჩხ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 80 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლუ-- ჩხ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტ ლუ-- ჩხ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 80 ლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მ---0 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია