განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1901-19
№330310019002908645
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი: ლ---- ბ---------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ე-----------;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N3/2120-19)
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარ ე----------- წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში და სსასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული მოსაზრებებით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების როგორც აბსოლიტური, ისე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N3/2120-19), ე-- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზტუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის N04-382/ო ბრძანება; 3) დაევალა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-- ბ------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. მოსარჩელე ე----------- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
მოსარჩელე ე-- ბ------ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 1.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ნაქირავები)- 1.5 ქულა.
მოსარჩელე ე-----------მ, 2018 წლის 26 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე ე-----------მ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე-- ბ------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, განემარტა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი. მოპასუხე მხარის განმარტებით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 ქულა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ე-- ბ------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
3. 2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პ------–ი პუნქტის შესაბამისად,ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პ------–ი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნა, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №04-382/ო ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პ------–ი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
3.3.2. სასამართლომ უპ------–ეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდროს სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პ------–ი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პ------–ი მუხლის პ------–ი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პ------–ი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოსან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვათანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პ------–ი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 –„საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანისაცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა დაწინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
სასამართლო განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ე----------- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენი-–--, რომ ე-- ბ------ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 1.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ნაქირავები)- 1.5 ქულა. ამასთან, მოსარჩელე ე-----------მ, 2018 წლის 26 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე ე-----------მ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პ------– პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენი-–--, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე-- ბ------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი. ხოლო, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 21 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ე-- ბ------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლმ ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პ------–ი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსი-–-- გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გახლდათ ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი, რადგან, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მიერ განცხადების შევსების დროისთვის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. თავის მხრივ, მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას და მის შვილს უწევთ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების შეცვლა, სწორედ იმიტომ რომ უძრავ ქონებაზე საკუთრება არ გააჩნიათ. მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.
სასამართლო განმარტებით, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, რის გამოც მოსარჩელე ე----------- რომელ მისამართზე ცხოვრობდა განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სასამართლო განმარტებით, განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათის, ხოლო არსებითი ხასიათი გულისხმობს მის გავლენას მინიჭებული ქულების ოდენობაზე.
ამასთან, მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დღემდე არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი უძრავი ქონების არ ქონის გამო. ასევე, მოპასუხე მხარის განმარტებით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 ქულა.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის პ------– პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
3.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პ------–ი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პ------–ი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსი-–-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მითითებული კოდექსის 33-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-- ბ------ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №04-382/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად, შემდეგ გარემობათა გამო:
პ------–ი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
სასამართლომ იხელმძღვანელა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით, ასევე "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნევლყოფის წესის" დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით, თუმცა არასწორად განმარტა ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ინფორმაცია საცხოვრებელზე წარმოადგენს არსებითი ხასიათის ინფორმაციას, რომლის შესწავლა და შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალუად ხდება. დევნილის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ საცხოვრებელზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მინიჭებულ ქულებზე. დევნილი ოჯახი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და სწორი, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ეს ვალდებულება დარღვეული იქნა ე-- ბ------ის მიერ, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.
მოსარჩელე ე-----------მ პ/ნ 6---------- (დამისამართებული: აჭარა, ქ. ბ--------------------ს ქ.; ფაქტიური მის: ქ. თბილისი, თ----------------------------- შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ. ბათუმში მდებარე ობიექტზე, ერთ სულზე. სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდება ასევე მამა და ძმა. განმცხადებლის მამას ა---------------ს (6----------) სხვა სარეგისტრაციო ნომერზე (ორგანიზებული 0--------) მყოფ დედას - მ-------------–ს და ძმას თ---------------ს დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი მის: ქალაქი ბათუმი, ქუჩა აფ------------------------–------------- 2018 წლის 26 მარტს შევსებულ განაცხადში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, თ------------------------------- (დევნილთა საერთო საცხოვრებელი).
განაცხადში მითითებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, 2018 წლის 29 აგვისტოს განხორციელდა ვიზიტი და შედგა დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი მისამართზე: ქ. თბილისი, თემქა, მ--------------- (დევნილთა საერთო საცხოვრებელი). ადგილზე არ იმყოფებოდა თავად განმცხადებელი ე-----------. მოხდა მასთან სატელეფონო გასაუბრება, რომლის დროსაც მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობს ბათუმში, თ-----------------–---–-----------------------------–------------ში (მშობლების დაკანონებულ ფართში) შვილთან, ა-–-----------–-----–---–თან ერთად, რომელიც შეეძინა 2018 წლის 6 მაისს.
2018 წლის 7 სექტემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. ბათუმი, თ-----------------–-------------------------. განმცხადებელმა გასაუბრებისას განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2018 წლის მარტიდან დღემდე. მითითებული ფართი წარმოადგენს მამის - ა--------------ის და ძმის - თ--------------ის საკუთრებას (დაკანონებული ფართი), რომლებიც ცხოვრობენ ამავე მისამართზე. მონიტორინგისას განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ მეუღლესთან ლ---- ც-----–---–თან (არადევნილი), რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება. ე-- ბ------ის ინფორმაციით, ლ---- ც-----–---–ი პერიოდულად მუშაობს და პრიოდულად აკითხავს მეუღლეს და შვილს მონიტორინგის მისამართზე. ლ---- ც-----–---–ის მშობლები: ე-- ც-----–---–ი და ი-–-- მ-----–---–-, ცხოვრობენ ქირით, მის: ქ. თბილისი ლ. ა-------ის (ყოფილი ე----–-ის) ქ. №---
2018 წლის 11 სექტემბერს, დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ქ. თბილისი, ლ. ა-------ის ქ. №--, განმცხადებლის არადევნილი მეუღლის - ლ---- ც-----–---–ის მშობლების მისამართზე. მეზობლებმა არ დაადასტურეს მოსარჩელის ოჯახის ცხოვრების ფაქტი ზემოაღნიშნულ მისამართზე. მათ უარი განაცხადეს ოქმზე ხელის მოწერაზე, ასევე ვინაობის გამხელაზე. მათი განმარტებით, დაზუსტებით იციან, რომ ეს ოჯახი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.
2019 წლის 18 იანვარს განხორციელდა ადგილზე ვიზიტი, ქ. ბათუმში, ა----------------------------. ზემოაღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა ე----------- და გასაუბრება მოხდა მამასთან - ა---------------სთან, რომელმაც განმარტა, რომ ე----------- შვილთან ერთად იმყოფება თეთრიწყაროს რ/ნ სოფელ წ--–------ში, დედის ბიძაშვილთან - ა-----–--- პ------–თან. ამის შემდგომ, დაკავშირება მოხდა თავად ე-----------სთან, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფება სოფელ წ--–------ში. 2019 წლის 25 იანვარს, განხორციელდა ადგილზე ვიზიტი მის: ქ. თბილისი, ლ. ა-------ის ქ. №54. განმცხადებლის ყოფილი მეუღლის - ლ---- ც-----–---–ის მშობლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მეზობლების ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ქირით. სატელეფონო გასაუბრება მოხდა ლ---- ც-----–---–ის დედასთან - ე-- ც-----–---–თან. მისი _ განმარტებით, ლ---- ც-----–---–ი დაოჯახდა მეორედ და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. ე-----------სთან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა (ოქმი №2) და სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №04-382/ო ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელის დევნილ ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო საცხოვრებელთან დაკავშირებით.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პ------–ი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების (გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილი ოჯახი - არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ხოლო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა — გულისხმობს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი (წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-2 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).
კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარგანსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ - დანართი №6 და „სოციალური _ კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პ------–ი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში - საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პ------–ი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 — „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 — „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც _ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge/) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პ------–ი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, "1, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა — ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს".
ადმინისტრაციული ორგანოს მხიდან ჩატარებული წარმოებისას, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა, არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები, რასაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პ------–ი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს, ეთანხმება პ------–ი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
5.1.1. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, ე----------- არის იძულებით გადაადგილებულ პირი - დევნილი, რომლის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, რეგისტრაციის ადგი-–-- - აჭარა, ბათუმი, აფახაზეთის ქ. კორპ. 18, ბ.28. ახალი დასახლება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 15)
5.1.2. საქმეში წარმოდგენი-–-- ე-- ბ------ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა, სადაც მითითებულია: განსახლება: საქართველო, აჭარა, ბათუმი; ფაქტიური: საქართველო, თბილისი თე--------------------------- (საერთო საცხოვრებელი), იურიდიული: აჭარა, ბათუმი, აფახაზეთის ქ.. საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - ქულა 1.50. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მამა და ძმა. განაცხადს აკეთებს მარტო. განმცხადებლის მამას ა---------------ს და სხვა სარეგისტრაციო ნომერზე (ორგანიზებული 0--------) მყოფ დედას მ-------------–ს და ძმას თ---------------ს დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი მის: ქ. ბათუმი, ქუცა აფხაზეთი, N12, სართული 4,ბინა N28/ახალი დასახლება. შევსების თარიღი: 04.10.2018 წელი
5.1.3. საქმეში წარმოდგენი-–-- დანართი N2, ე-- ბ------ის (დევნილის სარეგისტრაციო N019-40475) განაცხადი (N42, თარიღი: 26.03.2018წ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სადაც მითითებულია ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი - ქ. თბილისი, თე---------------------------. ასევე, დანართი N5 - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, სადაც ასევე მითითებულია ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი - ქ. თბილისი, თე---------------------------. (საერთო საცხოვრებელი), ტელეფონის N. ოჯახის წევრების რაოდენობა -1, დაოჯახებული. ოჯახის იმჟამინდელი საცხოვრებელი სტატუსი - ნაქირავები, ქირის ოდენობა -250 ლარი. ოჯახის წევრის, ა--------------ის საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი. განსახლების რაიონად /ქალაქად ირჩევს - ბათუმს.
5.1.4. 2018 წლის 03 სექტემბერს ე-----------მ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ 2018 წლის 06 მაისს შეეძინა შვილი ა-–-----------–-----–---–ი და აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. მოითხოვა შემოწმდეს მისამართი, რომლეშიც ცხოვრობს დროებით, ქ. ბ--------------------ს ქ. N18, ბ. N28. მისი აპლიკაცია განიხილონ ხელახლა და მიანიჭმონ შესაბამისი ქულები, რადგან არიან 3 სული ოჯახში და აპლიკაცია შეავსო მარტო მან, ე-----------მ.
5.1.5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 03.09.2018 წლის N05/1558 წერილობითი მიმართვის საფუძველზე ე-- ბ------ის 2018 წლის 03 სექტემბერის განცხადება გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
51.6. საქმეში წარმოდგენი-–-- ე-- ბ------ის მიმართ შედგენილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, მონიტორინგის თარიღი: 7.09.2018წ. სადაც მითითებულია: მისამართი - ქ. ბ--------------------ს ქუჩა (თ-----------------–---) კორპ. 18, ბ. N28. 55კვ.მ. მოცემულ მისამართზე ცხოვრობს 2018 წლის მარტიდან-დღემდე. მანამდე 3 თვის განმავლობაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ელიაზე, ქ. თბილისში, მანამდე 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდა საირმის ქუჩაზე ქირით, მანამდე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში, მანამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, თე---------------------------. (საერთო საცხოვრებელი). მისამართზე მცხოვრებ პირთა რაოდენობა: 1) ე----------- (მეზობელთან იყო, სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა) განმცხადებელი, 2) ა-–-----------–-----–---–ი - შვილი, შეეძინა 2018 წლის 06 მაისს, დევნილის სტატუსი არ აქვს. 3) ა--------------- - მამა; 4) თ--------------- - ძმა, დასაოჯახებელი; 5) მ-------------–ი -დედა, გარდაიცვალა ორითვის წინ; 6) ირაკლი ბ------ე- ძმა, დასაოჯახებელი; 7) ზვიად ბ------ე -დაოჯახებული; 8) სოფო გოგოლაძე - რძალი, ძმის მეუღლე. მიეთითა, რომ: 1) განმცხადებელი დამისამართებულია ბ--------------------ს ქუჩა. 2) განმცხადებელი მეუღლესთან ლ---- ც-----–---–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება. არადევნილი ლ---- ც-----–---–ის მშობლები ე-- ც-----–---–ი (ლ---- დედის გვარზეა) და იოსებ მ-----–---–- დასაოჯახებელ ვაჟთან ი-–-- მუჩიაშვილთან და ქალიშვილ ელენე მუჩიაშვილთან ერთად ცხოვრობდნენ სოლოლაკში, კოჯრის ასახვ. N11-ში, რაც გაიყიდა ერთი წლის წინ იპოთეკით დატვირთვის გამო და ეხლა ცხოვრობენ ქირით, ე----–-ის ქუჩა N27-ში. არადევ. მეუღლე ლ---- ც-----–---–ი პერიოდულად, მონიტორინგის მისამართზე აკითხავს, პერიოდულად თბილისშია და პერიოდულად მუშაობს. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა: მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე, ადგილზე განმცხადებელი მივიდა სატელეფონო ზარის შემდეგ, როგორც განაცხადა მეზობელთან იყო გადასული, განმცხადებლის შემოსავალია 245 ლარი, სოც ბაზაში ოჯახი გადასამოწმებელია. ამჟამად ცხოვრობს მამის და ძმის დაკანონებულ ფართში, სადაც განმცხადებლის განმარტებით ცხოვრობს 7 სული. მონიტორინგს გაეცნო ე-----------, რასაც დაეთანხმა და დადასტურა ხელმოწერით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განაცხადი (იხ.ს.ფ. 61; ტ-I);
- დანართი N2 (იხ.ს.ფ. 63-64; ტ-I);
- დანართი N5 (იხ.ს.ფ. 65-73; ტ-I);
- განცხადება და წერილობითი მიმართვა. (იხ.ს.ფ. 74-75; ტ-I);
- მონიტორინგი. (იხ.ს.ფ. 79-84; ტ-I).
5.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის N2 ოქმის გადაწყვეტილების თანახმად, 27.09.2018 წლის N38 ოქმის საფუძველზე, დამატებითი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილი განცხადების განმეორებითი განხილვის შედეგად 1 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ე-----------ს - პ/ნ 6----------, სარეგ. N019-40475, სულადობა 1, ქულა 1,5. გადაწყვეტილება: უარი - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე.
5.1.8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვალის №04-382/ო ბრძანების (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე) თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N2) ე-----------ს (პ/ნ 6----------) საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვას ქ. ბათუმში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის 3.14. მუხლი; ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანების პ------–ი პუნქტით დამტკიცებული დებულების 4.,,ლ“ მუხლი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის N2
ოქმის გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ. 56-60; ტ-I);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვალის №04-382/ო
ბრძანება. (იხ.ს.ფ.55;ტ-I) .
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს, ეთანხმება პ------–ი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და მიაჩნია, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პ------–ი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.
ამ კანონის მე-4 მუხლით, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ბ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა; გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პ------– პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო; დ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს; ლ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); ნ) სათანადო საცხოვრებელი – დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფი-–-- ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა; ო) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
ამ კანონოის 12.2. ,,ა“მუხლით, დევნილი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.
5.2.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.
მითითებული ,,წესის" 1.1. მუხლით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
ამ ,,წესის" მე-2 მუხლით, ა) დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; გ) ადგილობრივი განსახლება − საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა მის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას;
ამ ,,წესის" 3.1. მუხლით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, 2. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 4. ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პ------–ი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პ------–ი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პ------–ი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge/) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება სააგენტოს დირექტორს.
5.2.3. ამ ,,წესის" დანართის - ,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ 3.2. მუხლის თანახმად, კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართების დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება წესის შესაბამისად.
მითითებული ,,დებულების“ 4.5..ა“ მუხლის შესაბამისად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსი-–--: ა) მიიღოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;
მითითებული ,,დებულების“ 5.4. მუხლით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება სააგენტოს დირექტორს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსი-–--, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.
5.2.4. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს დადსტურებულად მიაჩნია, რომ ე----------- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ჰყავს არასრულწლოვანი შვილი 06.05.2018 წელს დაბადებული ა-–-----------–-----–---–ი, რომელსაც ზრდის თვითონ, მარტო. იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ე-- ბ------ის - დევნილის რეგისტრაციის ადგილი (ქ. ბ--------------------ს ქუჩა) და თავდაპ------– განაცხადში მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისი, თემქა, XI მიკ. I კვ. ბინა №13 (საერთო საცხოვრებელი) მონიტორინგის განხორციელებისას ერთმანეთს არ დაემთხვევა, რაც თავის მხრივ გახდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი.
სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ქ. თბილისი, თემქა, XI მიკ. I კვ. ბინა №13 (საერთო საცხოვრებელი) წარმოადენდა ე-- ბ------ის საკუთრებას. დავის სასამართლო განხილვისას ე-----------მ არაერთხელ განმარტა, რომ განაცხადში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, თე---------------------------. საერთო საცხოვრებელი) ცხოვრობდა ქირით, შემდეგ ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, დაბრუნდა სახლში, სადაც უვლიდა ავადმყოფ დედას, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე აცნობა აპელანტს. (აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება აპელანტის მიერ, წინამდებარე დავის განხილვის არცერთ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნა).
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე----------- არ მუშაობს, არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი, აგრეთვე არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ვერ იხდის ბინის ქირას) არასრულწლოვან შვილთან ერთად უხდება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის პერიოდულად შეცვლა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპაელანტმა განმარტა, რომ არსრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად ცხოვრობს ქირით, ქ. თბილისში, ლ.ა-------ის ქუჩაზე, სარდაფში. არ აქვს მუდმივი შემოსავალი,სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით, ასევ დასტურდება, რომ 2018 წლის 03 სექტემბერის განცხადებით ე-----------მ წერილობით აცნობა აპელანტს, რომ 2018 წლის 06 მაისს შეეძინა შვილი ა-–-----------–-----–---–ი და აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, თე---------------------------. საერთო საცხოვრებელი) აღარ ცხოვრობს. მოითხოვა შემოწმდეს მისამართი, რომლეშიც ცხოვრობს დროებით, ქ. ბ--------------------ს ქ. N18, ბ. N28. მისი აპლიკაცია განიხილონ ხელახლა და მიანიჭმონ შესაბამისი ქულები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 25.01.2019 წლის ოქმით დასტურდება, რომ ე----------- არის მშობელი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე (რაც, დადგენილი საკანონმდებლო კრიტერიუმების მიხედვით, ასევე ფასდება 1.5 ქულით)
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო ეთანხმება წინამდებარე საქმეზე პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მითითებას აღნიშნულზე და მიაჩნია, რომ სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, სხვის საცხოვრებელ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრება 1.5 ქულით ფასდება, რის გამოც იმ ფაქტს, თუ ფაქტობრივად, კონკრეტულად რა მისამართზე უწევს ცხოვრება იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მქონე პირს, განცახადის წარდგენის შემდგომ ქირით, თუ ქირის გარეშე არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განმცხადებელს ფაქტობრივად ცხოვრება უწევს სხვის საცხოვრებელ ფართში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ე-----------ს თავისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და იძულებული გახლდათ, განაცხადის შევსების შემდგომ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რამდენჯერმე შეეცვალა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ წარმოადგენს საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენას, მითუმეტეს, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და შვილის შეძენის თობაზე ე-----------მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობა აპელანტს და ითხოვა აღნიშნულის გათვალისწინებით, ქულების გადაანგარიშება, რაც არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას და განმცახდებელს უარი უთხრა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, იმ საფუძვლით, რომ წარადგინა საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაცია. პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გამხდარიყო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა, ტავის მხრივ, არსებითი ხასიათში მოაზრება ამ ინფორმაციის გავლენა მინიჭებული ქულების ოდენობაზე.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარს და სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში მითითებას აღნიშნულზე.
5.2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსი-–-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამ კოდექსის 33-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელე ეკა ბ------ის სარჩელის არ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ განსახილველ შემთხვევაში პ------–ი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. მოპასუხე ადმინსიტრაციული ორგანოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №04-382/ო ბრძანება - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული ნდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი - ე-- ბ------ის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. საპელავიო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1.,,უ“ მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი