განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
330310018002551036
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/813-19

საქმე №33031001-002551036

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მ----, 2--- წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ლ---------------–---

მოწინააღმდეგე მხარე – მ----- ჯ--------ე

წარმომადგენელი: ზ------ ნ-–--–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ზიანის ანაზღაურების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მ----- ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის №---- ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ----- ჯ--------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ----- ჯ--------ის სასარგებლოდ ზიანის სახით საცხოვრებელი ბინის ქირისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2--- წლის 01 ი-----დან, მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. მ----- ჯ--------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

 

2.2. 2--- წლის 1- თ-------–ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მ----- ჯ--------ემ - გაყიდა, ხოლო ბ------ გ---------მ იყიდა მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მე-3---------------------–---------------------------------------------------------------------------- ნასყიდობის ფასი - 55 000 დოლარი.

 

2.3. საქმეზე ასევე დართულია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2--- წლის 19 მ-----ის მდგომაროებით, რომლითაც ირკვევა, რომ მ----- ჯ--------ემ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 13/03/2---) ბ------ გ---------საგან იქირავა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება, ამასთან, მათ შორის დაიდო ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება და ქირავნობის ფასი განისაზღვრა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

2.4. მ----- ჯ--------ემ 2--- წლის 28 მ-----ს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე მ----- ჯ--------ემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

 

2.5. მ----- ჯ--------ემ 2--- წლის 0- აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მის მიერ ქ. თბილისში ბინის მიღებაზე უკვე შევსებული განაცხადის გადატანა სოფლად სახლის შესყიდვაზე.

 

2.6. მ----- ჯ--------ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, ,,საცხოვრებელი ფართის სახლი/ბინა შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ შევსებისთვის - 2.5 ქულა და ნაქირავებში ცხოვრების გამო – 1.5 ქულა.

 

2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ----- ჯ--------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემ-----ა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი/ბინის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვათ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.

 

2.8. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2--- წლის 0- ი--–--ს გამოსცა ბრძანება N----, რომლითაც მოსარჩელე მ----- ჯ--------ის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.

 

2.9. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, 2--- წლის 4 ი--–--ს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მ----- ჯ--------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.

 

2.10. თ----- ტ----–---–ის და ნ----–--- ხ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ისინი არიან მოსარჩელე მ----- ჯ--------ის და ბ------ გ---------ს მეზობლები. სრული პასუხისმგებლობით ადასტურებენ, რომ 2--- წლის თებერვალში მ----- ჯ--------ემ გაყიდა მისი კუთვნილი ბინა და მიჰყიდა ბ------ გ---------ს, რომელმაც ბინა იყიდა მისი შემდგომი გაქირავების მიზნით. ამ პერიოდში მ----- ჯ--------ეს ფინანსურად ძალიან უჭირდა და საჭიროებდა საცხოვრებელ ფართს. რამდენიმე თვეში მხარეებმა ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. 2--- წლის ი-----ს თვეში მ----- ჯ--------ეს მოუწია ბინის დატოვებამ, ისე რომ არ გაუუქმებია ქირავნობის ხელშეკრულება. ბინის დატოვების მიზეზი კი ქირის საფასურის გაზრდა იყო. ასევე მეზობლები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე კვლავ დაბრუნდა აღნიშნულ ბინაში 2017 წლის თ-------–ის თვიდან და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში.

 

2.11. მ----- დ---–--ე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ მ----- ჯ--------ე მასთან ერთად ცხოვრობდა 2--- წლის ი-----დან 2--- წლის ოქტომბრის ჩათვლით, როგორც თანა მოქირავნე თბილისში, წ-------–-------------- პირველი სადარბაზო, ბინა N--ში. 2--- წლის ნოემბრიდან განმცხადებელი გადავიდა დ------–-----------------------–----------------------------------- ბინა 24-ში. მ----- ჯ--------ეს შესთავაზა მის 11 თვის შვილთან ერთად აღნიშნულ სახლში გადმოსვლა, რადგან მას მძიმე სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. მ----- ადასტურებს რომ თანაცხოვრების პერიოდში არცერთ მისამართზე დევნილთა სამინისტროდან მ----- ჯ--------ესთან არავინ მისულა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ განმ-----ა შემდეგი:

 

2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის №---- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის, 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად კი, სასამართლომ ასევე იმსჯელა, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით ბინის ქირის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

 

2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მ--- მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მ--- მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თ-------–ის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2--- წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. აღნიშნული წესის მესამე მუხლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

მითითებული წესის მ--- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. მე-3 მუხლის თანახმად, საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ დევნილი ოჯახების ინფორმირებას, ამ მუხლით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობის, ასევე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ- მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ- მე-9 მუხლის თანახმად, კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით.

 

ამრიგად, სასამართლომ განმ-----ა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

 

2.14. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----- ჯ--------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----- ჯ--------ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, ,,საცხოვრებელი ფართის სახლი/ბინა შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ შევსებისთვის - 2.5 ქულა და ნაქირავებში ცხოვრების გამო – 1.5 ქულა. ამასთან, მოსარჩელე მ----- ჯ--------ემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამ-----ივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმ-----ებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ----- ჯ--------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემ-----ა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2--- წლის 0- ი--–--ს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მ----- ჯ--------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2.15. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმ-----ებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

2.16. 2--- წლის 1- თ-------–ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მ----- ჯ--------ემ გაყიდა, ხოლო ბ------ გ---------მ იყიდა მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მე-3 მ---------------, მ--- კვარტალი, მე-2 კორპუსი, ბინა N--, ფართი 58 კვ.მ. ს/კ 0----------------------, ნასყიდობის ფასი -55 000 დოლარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2--- წლის 19 მ-----ის მდგომაროებით, რომლითაც ირკვევა, რომ მ----- ჯ--------ემ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 13/03/2---), ბ------ გ---------საგან იქირავა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება, ამასთან მათ შორის დაიდო ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება და ქირავნობის თანხა განისაზღვრა 200 (ორასი) ლარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია, თ----- ტ----–---–ის და ნ----–--- ხ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ ისინი არიან მოსარჩელე მ----- ჯ--------ის და ბ------ გ---------ს მეზობლები. სრული პასუხისმგებლობით ადასტურებენ, რომ 2--- წლის თებერვალში მ----- ჯ--------ემ გაყიდა მისი კუთვნილი ბინა და მიჰყიდა ბ------ გ---------ს, რომელმაც ბინა იყიდა მისი შემდგომი გაქირავების მიზნით. ამ პერიოდში მ----- ჯ--------ეს ფინანსურად ძალიან უჭირდა და საჭიროებდა საცხოვრებელ ფართს. რამდენიმე თვეში მხარეებმა ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. 2--- წლის ი-----ს თვეში მ----- ჯ--------ეს მოუწია ბინის დატოვებამ, ისე რომ არ გაუუქმებია ქირავნობის ხელშეკრულება. ბინის დატოვების მიზეზი კი ქირის საფასურის გაზრდა იყო. ასევე მეზობლები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე კვლავ დაბრუნდა აღნიშნულ ბინაში 2017 წლის თ-------–ის თვიდან და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში.

 

გასაჩივრებული აქტით მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ სახლში. მოსარჩელე მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოიქცეს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად და მოიძიოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც უტყუარად დაადასტურებს მის ეჭვებს. მოცემულ შემთხვევაში, კი ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს სხდომებზეც არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ მტკიცებულებებს. დასახელებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე.

 

ამრიგად, მის მიერ გასხვისებული ბინაში ცხოვრების გამო, მოსარჩელე მ----- ჯ--------ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ წესს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მისთვის მინიჭებული 4 ქულის პირობებში უნდა ემსჯელა, ქულათა პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს №1- ოქმის მიხედვით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი/ბინის შესყიდვაზე დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთა ქულა შედგენდა 3 და მეტს.

 

ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

 

2.17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----- ჯ--------ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის №---- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მ----- ჯ--------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

2.1-. ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის მ--- პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე. სასამართლომ განმ-----ა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით საცხოვრებელი ბინის ქირისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის განაწილებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორა, არსებული სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განმ-----ა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი. დაუშვებელია მოცემული ნორმის იმდაგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არის მითითებული. სასამართლოები ნებისმიერი დავის განხილვის დროს, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას ეხება, მტკიცების ტვირთს აკისრებენ მოსარჩელესაც.

 

აპელანტი აღნიშნავს, მოსარჩელემ სამინისტროს თავდაპირველად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მიმართა და შესაბამისი განაცხადი შეავსო 2--- წლის 28 მ-----ს. სამინისტროსათვის (სააგენტოსათვის) მიმართვას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2--- წლის 19 მ-----ს მოსარჩელემ უძრავი ქონება გაასხვისა მისივე ნათესავზე - ბ------ გ---------ზე. ამ უდავო ფაქტობრივ მოცემულობაში ყურადღება უნდა მიექცეს სამ უმთავრეს გარემოებას: საკუთრების უფლებით საცხოვრებელი ბინის ქონა მოსარჩელისათვის გადაულახავი ბარიერი იქნებოდა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ეტაპზე და მოსარჩელემ ეს ხელშემშლელი გარემოება ფიქტიური გარიგებით გამორიცხა; საცხოვრებლის გასხვისება მოხდა სამინისტროში განაცხადის შეტანამდე ერთი კვირით ადრე და არაგონივრულია იმის ვარაუდი, რომ ეს თარიღები შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს; საცხოვრებლის ფიქტიური გასხვისება მოხდა ნათესავთან დადებული გარიგებით, რათა მინიმუმამდე დასულიყო ფიქტიური გარიგებით წარმოქმნილი რეალური სამართლებრივი შედეგის - მყიდველის „არაკეთილსინდისიერების“ შემთხვევაში საცხოვრებლის რეალურად დაკარგვის საფრთხე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ არ დაობს გარიგების უკანონობის თაობაზე (თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების კუთხით), არამედ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე უარის თქმის მოტივაცია იყო რეალური, არსებითი და ცხადი - მოსარჩელე რეალურად უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, რომელიც, მართალია, ფორმალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ფორმალური გარემოება არის ხელოვნურად შექმნილი, ის არის არანამდვილი და მოსარჩელეს ამჟამად აქვს „თავისი“ მუდმივი საცხოვრებელი. აღნიშნულის გამო მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არა გადაუდებლად, დაუყოვნებლივ და ამ ეტაპზე, არამედ ნორმატივებით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპებზე, როდესაც ჯერ დაკმაყოფილდებიან ყველაზე უსახსრო დევნილი ოჯახები, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ არანაირი თავშესაფარი.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ფაქტის არარეალურობას საქმეში არსებული სხვა გარემოებებიც ადასტურებს. კერძოდ, მოსარჩელე განმ-----ავს, რომ ბინის გასხვისების შემდეგ იგივე საცხოვრებელი იქირავა ახალი მესაკუთრისაგან, თუმცა ახალი მესაკუთრის საკუთრება ბინაზე დადგინდა საჯარო რეესტრის 2--- წლის ამონაწერით, ხოლო ბინის ქირავნობის თაობაზე ხელშეკრულება, რომელშიც მესაკუთრედ მითითებულია ბ- გ---------, გაფორმდა ერთი კვირით ადრე. გარდა ამისა, განსხვავებული ვერსიები არის დაფიქსირებული ბინის გასხვისების საჭიროებასთან მიმართებით. კერძოდ, საქმეში არსებულ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ მე-6 გვერდზე მოსარჩელე სამინისტროს (სააგენტოს) აწვდის ინფორმაციას, რომ ბ-ბ------ს ბინა გადაუფორმა ამ უკანასკნელის ძმის მიერ აღებული ვალის გამო, თავად ძმა კი 1993 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ განმ-----ა, რომ ბინა გაასხვისა პირადი საჭიროების გამო. თ----- ტ----–---–ის და ნ----–--- ხ------–---–ის ნოტარიული ფორმით დამოწმებული განცხადებების მიხედვით კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ გ---------მ ბინა შეიძინა შემდგომში მისი გაქირავების მიზნით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ დაასაბუთა არსებული რამდენიმე, ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებიდან რატომ არის ერთ-ერთი გაზიარებული სასამართლოს მიერ და რატომ იქნა უარყოფილი დანარჩენი ვერსიები.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მალავდა რეალურ გარემოებებს, ცდილობდა სამინისტრო შეცდომაში შეეყვანა და რეალური ფაქტები წარმოეჩინა დამახინჯებულად, მისთვის სასურველი შედეგის მომტანი ფორმით. კერძოდ, საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის განაწილების პროცედურების მთავარი პრინციპია, რომ საცხოვრებლით პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლების უფრო მეტად მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. ამგვარი მოწყვლადი ჯგუფებიდან ერთ-ერთს წარმოადგენენ მ-----ოხელა მშობლები. ამ საკითხთან მიმართებით, მოსარჩელემ სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი შვილის ბიოლოგიური მამა არის ვინმე ბ--- ს-----ე, რომელიც არის არადევნილი, ცხოვრობს თბილისში და ამასთან, არ აკითხავს, შვილს, მოსარჩელე არ იცნობს მის მშობლებსა და დედმამიშვილებს, არ იცის მათი ვინაობის შესახებ- ის ამ ინფორმაციას სამინისტროს აწვდის 2--- წლის 2 მაისს, ხოლო იმავე წლის 1 ი----ს მის საცხოვრებელში განხორციელბული დამატებით მონიტორინგის დროს გამოირკვა, რომ ბინაში იმყოფებოდა განმცხადებლის შვილის მამა - ბ--- ს-----ე, რომელიც მოსარჩელის განმ-----ებით მათთან იმყოფებოდა ბოლო 3 დღე. გამოკითხვის დროს მოსარჩელემ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს განუმ-----ა, რომ ბ--- ს-----ეს თან არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებით, აპელანტის მოსაზრებით, დგინდება, რომ სამინისტროს მიერ სადავო აქტის გამოცემის დროს გამოყენებული არგუმენტი, რომ რეალურად, მოსარჩელეს ხელი მიუწვდება საცხოვრებელზე შეუზღუდავ სარგებლობაზე, სარწმუნო და დამაჯერებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სამინისტროს პოზიციის გამაქარწყლებელ და უარმყოფელ მოტივაციას.

 

აპელანტი დამატებით აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ წამოდგენილია მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ყოველთვიურად იხდიდა და იხდის საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირას, ასევე წარმოდგენილი არ არის რაიმე სახით ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითრები, ხელწერილი თანხის მიღების თაობაზე და სხვ.). საქმის სასამართლო განხილვის დროს არ შესწავლილა, არ გამოკვლეულა და არ დადასტურებულა, როდის, დროის რა პერიოდში, რა ოდენობის თანხას იხდიდა მოსარჩელე. ასევე არ არის ნამსჯელი და ახსნილი, რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს სააგენტომ მოსარჩელეს. ამასთანავე, არ არის მითითებული რომელიმე სამართლებრივი ნორმა, რომელიც სამინისტროს უკვე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას დაავალებდა. დევნილებისათვის საცხოვრებლის ქირავნობისათვის სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდა სპეციალური რეგულირების საკითხია და ის რეგულირდება მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს N-20 ბრძანებით. იმისათვის რომ სამინისტრომ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსარჩელემ სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით ბინის ქირის დაფინანსების თაობაზე, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.

 

აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ამომწურავად არის დასაბუთებული, რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.7. მ----- ჯ--------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

 

4.8. 2--- წლის 1- თ-------–ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მ----- ჯ--------ემ - გაყიდა, ხოლო ბ------ გ---------მ იყიდა მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ნ--–------- ფ---------, მე-3---------------------–---------------------------------------------------------------------------- ნასყიდობის ფასი - 55 000 დოლარი.

 

4.9. 2--- წლის 13 მ-----ის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მ----- ჯ--------ემ ბ------ გ---------სგან იქირავა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება. ქირავნობის ფასი განისაზღვრა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მითითებული ხელშეკრულება 2--- წლის 19 მ-----ს რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

4.10. მ----- ჯ--------ემ 2--- წლის 28 მ-----ს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო შესაბამისი კითხვარი.

 

4.11. მ----- ჯ--------ემ 2--- წლის 0- აპრილს განცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მის მიერ ქ. თბილისში ბინის მიღებაზე უკვე შევსებული განაცხადის გადატანა სოფლად სახლის შესყიდვაზე.

 

4.12. მ----- ჯ--------ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, ,,საცხოვრებელი ფართის სახლი/ბინა შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ შევსებისთვის - 2.5 ქულა და ნაქირავებში ცხოვრების გამო – 1.5 ქულა.

 

4.13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ----- ჯ--------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემ-----ა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვათ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.

 

4.14. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 15 მ----ს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 4 ი--–--ის N---- ბრძანება, რომლითაც მ----- ჯ--------ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.

 

4.15. თ----- ტ----–---–ის და ნ----–--- ხ------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ისინი არიან მოსარჩელე მ----- ჯ--------ის და ბ------ გ---------ს მეზობლები. ისინი მიუთითებენ, რომ 2--- წლის თებერვალში მ----- ჯ--------ემ გაყიდა მისი კუთვნილი ბინა და მიჰყიდა ბ------ გ---------ს, რომელმაც ბინა იყიდა მისი შემდგომი გაქირავების მიზნით. ამ პერიოდში მ----- ჯ--------ეს ფინანსურად ძალიან უჭირდა და საჭიროებდა საცხოვრებელ ფართს. რამდენიმე თვეში მხარეებმა ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. 2--- წლის ი-----ს თვეში მ----- ჯ--------ეს მოუწია ბინის დატოვება, ისე რომ არ გაუუქმებია ქირავნობის ხელშეკრულება. ბინის დატოვების მიზეზი კი ქირის საფასურის გაზრდა იყო. ასევე მეზობლები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე კვლავ დაბრუნდა აღნიშნულ ბინაში 2017 წლის თ-------–ის თვიდან და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში.

 

4.16. მ----- დ---–--ე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ მ----- ჯ--------ე მასთან ერთად ცხოვრობდა 2--- წლის ი-----დან 2--- წლის ოქტომბრის ჩათვლით, როგორც თანამოქირავნე თბილისში, წ-------–-------------- პირველი სადარბაზო, ბინა N--ში. 2--- წლის ნოემბრიდან განმცხადებელი გადავიდა დ------–-----------------------–-------------------------------------–-- მ----- ჯ--------ეს შესთავაზა მის 11 თვის შვილთან ერთად აღნიშნულ სახლში გადმოსვლა, რადგან მას მძიმე სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. მ----- ო-–--ე ადასტურებს, რომ თანაცხოვრების პერიოდში არცერთ მისამართზე დევნილთა სამინისტროდან მ----- ჯ--------ესთან არავინ მისულა.

 

4.17. ვ---- მ----------ი 2--- წლის 17 მ----ს განცხადებით ადასტურებს, რომ 2--- წლის 15 დეკემბრიდან მ----- ჯ--------ეზე აქირავებს 14,02 კვ.მ. უძრავ ქონებას (ს.კ. N-----------------------). ქირავნობის ღირებულება შეადგენს 300 ლარს თვეში. 2--- წლის 7 მ----ს მდგომარეობით, ხელზე აღებული აქვს 1650 ლარი.

 

4.1-. ვ---- მ----------სა და მ----- ჯ--------ეს შორის 2--- წლის 4 იანვარს დადებულია თბილისში, პ------ ქ---------ის მე-2 შეს. N--ში მდებარე N1- ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ქირის ოდენობა შეადგენს 300 ლარს, 2--- წლის 15 ი-----ს ჩათვლით.

 

უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების აღიარების შესახებ 2--- წლის 13 თ-------–ის შეთანხმებით მხარეები მიუთითებენ, რომ ქირავნობის ურთიერთობა წარმოშობილია 2--- წლის 15 დეკემბრიდან.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.19. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

 

4.20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის №---- ბრძანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადეგენა. მითითებული ბრძანებით მ----- ჯ--------ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. ამრიგად, სადავო აქტის კანონიერების საკითხის დადგენას უკავშირდება მოსარჩელის ისეთი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ----- ჯ--------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე მ----- ჯ--------ის სასარგებლოდ, ზიანის სახით, საცხოვრებელი ბინის ქირისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2--- წლის 01 ი-----დან, მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე. ამასთანავე, 2--- წლის პირველი მ----ს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ ზიანის სახით ითხოვს თვეში 200 ლარის ანაზღაურებას.

 

4.21. დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მ--- მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

4.22. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მ--- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას.

 

4.23. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამ-----ივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

4.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმ-----ავს, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, მაგრამ ამ ეტაპზე მისი საცხოვრისით დაკმაყოფილება არ მოხდა, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ფლობს უძრავ ქონებას.

 

4.25. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტა დამოკიდებულია იმ ფაქტის შეფასებაზე, გააჩნია თუ არა მ----- ჯ--------ეს საცხოვრებლად გამოსაყენებელი უძრავი ნივთი. ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მ----- ჯ--------ემ გაასხვისა კუთვნილი უძრავი ნივთი, მეორე მხრივ კი, აპელანტი მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების ფიქტიურობაზე. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ფაქტის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, ისე შესწავლილ უნდა იქნეს მითითებული ხელშეკრულების დადების მიზანი, კონტრაჰენტის ვინაობა, რათა პირმა არაკეთილსინდისიერად არ მოახდინოს ქონების განრიდება გრძელვადიანი საცხოვრებლით სარგებლობის უფლების სასწრაფოდ მოპოვების მიზნით. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ბინის გასხვისება დროის ძალიან მცირე პერიოდით უსწრებდა წინ მოსარჩელის მიერ სამინისტროსთვის მიმართვას, რაც აჩენს ეჭვს ნასყიდობის ხელშეკრულების არა ამ ხელშეკრულებით გამოწვეული შედეგის დადგომის, არამედ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე უფლებით დაუყოვნებლივ სარგებლობის მიზნით დადების შესახებ- გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აპელანტის მითითება, რომ სადავო ქონება გასხვისდა მ----- ჯ--------ის ნათესავზე და ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ მოსარჩელე განაგრძობდა სადავო ბინაში ცხოვრებას. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეჭვი, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ან მოვლენათა მიმდინარეობა გონივრულად არ ასაბუთებს ასეთი გარემოების არსებობას, არ შეიძლება გახდეს პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა მოსარჩელის განმ-----ება ბინის გაყიდვის რეალურობაზე, რასაც ასაბუთებს ბინის გაყიდვის მიზანზე მითითებით, ასევე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდა სადავო ბინაში. ქირავნობის ხელშეკრულება კი წარმოდგენილია საქმეში და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. გარდა ამისა, სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილ, ფიზიკურ პირთა ნოტარიულად დამოწმებული განმ-----ებები. ამდენად, მითითებულ გარემოებათა ერთობლივად შესწავლის, გამოკვლევის, გაანალიზების, მტკიცებულებათა შეფასებისა და მხარეთა განმ-----ებების თანმიმდევრულობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, გააჩნია თუ არა მ----- ჯ--------ეს უძრავი ქონება.

 

4.26. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

4.27. პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული, ხოლო სადავო აქტები არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას სადავო საკითხის გარშემი. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად წარმართვას კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - მოსარჩელის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მ--- ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის N---- ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.28. ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, რის შემდეგაც უნდა გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ- რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, ზიანის ანაზღაურების სავალდებულო წინაპირობაა ზიანის მიმყენებლის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედება გამოიხატა მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმით. იმ პირობებში, როდესაც ამ ეტაპზე მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უკანონობა ცალსახად დადასტურებული არ არის, არამედ უნდა განხორციელდეს საკითხის დამატებითი შესწავლა, ამ ეტაპზე ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ამდენად, მ----- ჯ--------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თ-------–ის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მ----- ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- ი--–--ის N---- ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

4. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

5. მ----- ჯ--------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 1- ი--–--ს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე