განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2019
საქმის ნომერი
330310018002513820
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002513820

საქმე №3ბ/81-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ლ---- ბ---------–-–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ---–---- ჩ-----–----

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ---–---- ჩ-----–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ, 2----–-–----------------–- დადასტურებული გადაწყვეტილება მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის (ქ-------–----------------------------------) გაუქმების თაობაზე; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის ქ-------–--–---------------------------------–- აღდგენის თაობაზე;

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის რეგისტრაციის ადგილი იყო ქ-------–----------------------------------.

 

2016 წლის 29 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა იურიდიულმა პირმა „---–-----------------მ, განუმარტა, რომ მას იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული უძრავი ნივთი ქ-------–--–------------–----------------------–- და ითხოვა, რომ რეგისტრაცია გაუქმებოდა მოცემულ მისამართზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის სხვა წევრებს.

 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–-----------------–-- დასტურით, მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის წევრებს გაუუქმდათ რეგისტრაციის ადგილი ქ-------–--–------------–-----------------------–-.

 

მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის წევრებისათვის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ქ-------–--–------------–----------------------–- მდებარე უძრავის ნივთის მესაკუთრემ, 2018 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს მფლობელობაში არსებული ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა.

 

მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ უსახლკაროდ დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია სახელმწიფოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა. ამასთან, რეგისტრაციის ადგილი იმავდროულად მიჩნეულია მის საცხოვრებელ ადგილად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნა ქ-------–--–----------------------–--

 

სასამართლომ მიუთითა, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 2-6 პუნქტებზე, რომლებიც იმპერატიულად ადგენენ, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე, დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები, ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე. თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლება, ზემოთ აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს განცხადებით მიმართა იურიდიულმა პირმა „---–-----------------მ, განუმარტა, რომ მას იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული უძრავი ნივთი ქ-------–--–------------–----------------------–- და ითხოვა, რომ რეგისტრაცია გაუქმებოდა მოცემულ მისამართზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის სხვა წევრებს, ხოლო აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2-----–-–----------------–-- დასტურით, მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის წევრებს გაუუქმდათ რეგისტრაციის ადგილი ქ-------–--–------------–----------------------–-.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის წევრებისათვის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ქ-------–--–------------–----------------------–- მდებარე უძრავის ნივთის მესაკუთრემ, 2018 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს მფლობელობაში არსებული ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

 

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ერთი მხრივ, არაუფლებამოსილი პირის - მოიჯარის (და არა მესაკუთრის) განცხადების საფუძველზე განახორციელა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებლიდან გამოსახლების პროცედურების დაწყება, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული განახორციელა ისე, რომ არ განუხორციელებია მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა იკრძალება კანონით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---–---- ჩ-----–----ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2----–-–----------------–- დადასტურებული გადაწყვეტილება მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის (რეგისტრირებული მისამართის - ქ-------–----------------------------------) გაუქმების თაობაზე და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის ქ-------–-----------------------------------ში აღდგენის თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ერთი მხრივ, არაუფლებამოსილი პირის - მოიჯარის (და არა მესაკუთრის) განცხადების საფუძველზე განახორციელა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებლიდან გამოსახლების პროცედურების დაწყება, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული განახორციელა ისე, რომ არ განუხორციელებია მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა".

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კეთილსინდისიერ მართლზომიერ მფლობელს აიგივებს ნივთის მესაკუთრესთან და ანიჭებს მას უფლებას, ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

 

სამინისტროს მიერ, მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართის ცვლილების თაობაზე გადაწყევტილება მიღებული იქნა უფლებამოსილი პირის (ამ შემთხვევაში მოიჯარის) წერილობითი განცხადებისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, რის თაობაზეც ეცნობა განმცხადებელს. შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, უარი ეთქვა ააიპ "---–----------------- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ შეფასებული ის გარემოება, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, სამინისტროს თანამშორმლების მიერ, განხორციელდა აღნიშნულ მისამართზე ვიზიტი. ვიზიტის დროს გაირკვა, რომ მ---–---- ჩ-----–---- ფაქტობრივად არ ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ ფართში, რომელიც სარგებლობაში გადაცემული აქვს არა დევნილ პირზე - თ----- ც-----------, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობს თავის ოჯახის წევრებთან ერთად. შედეგად, არ არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ სამინისტროს უარი ეთქვა განმცხდებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მ---–---- ჩ-----–----ს და მისი ოჯახისათვის რეგისტრაციის მისამართის გაუქმება გააიგივა გამოსახლების პროცედურის დაწყებასთან, რაც არ არის მართებული, ვინაიდან, სამინისტროს არ მიუმართავს სარჩელით უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ქ-------–--–------------–----------------------–- მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრემ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანების მე-2 მუხლის 36-ე პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხოლო სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდებოდა მინისტრის თანხმობით, დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ.

 

აპელანტის აზრით, სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს სადავო ფართის მესაკუთრის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი თანხმობა მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახის მითითებულ მისამართზე დარეგისტრირების თაობაზე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის დარღვევა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს რეგისტრაციის მისამართის გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის ქ--------–--–-------------------------------------–- აღდგენა.

 

დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნა ქ-------–--–----------------------–--

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 2-6 პუნქტებზე, რომლებიც იმპერატიულად ადგენენ, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე, დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები, ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით. დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე. თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით.

 

იმ ვითარებაში, როდესაც დევნილები უზრუნველყოფილნი არ არიან შესაბამისი საცხოვრებელი ფართით ან ფართის სანაცვლო კანონით გათვალისწინებული კომპენსაციით, სახეზე არ არის აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს - უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით სამინისტროს არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, უარი ეთქვა ააიპ ,,---–----------------- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-160-ე მუხლებზე. პალატა თვლის, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებზე მითითება ვერ ამყარებს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება; დაინტერესებული პირის განმარტება მოცემულია ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტში, რომლის თანახმად დაინტერესებული მხარეა – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა მოიჯარის ააიპ „---–-----------------ს განცხადება, სადაც მხარე უთითებდა, რომ მას იჯარის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული უძრავი ნივთი ქ-------–--–------------–----------------------–- და ითხოვა, რომ რეგისტრაცია გაუქმებოდა მოცემულ მისამართზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, მ---–---- ჩ-----–---- და მისი ოჯახის სხვა წევრებს. პალატა თვლის, რომ მოიჯარე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შესაბამის დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც ზიანი ადგება დევნილის ოჯახის სადავო მისამართზე რეგისტრაციით. აღნიშნული უფლების მატარებელი არის უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული იმით, რომ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი არ იყოს მესამე პირის რეგისტრაციის ადგილად მიჩნეული.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ერთი მხრივ, არაუფლებამოსილი პირის - მოიჯარის (და არა მესაკუთრის) განცხადების საფუძველზე განახორციელა მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებლიდან გამოსახლების პროცედურების დაწყება, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული განახორციელა ისე, რომ არ განუხორციელებია მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა იკრძალება კანონით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული აქტი და სწორად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს ოჯახისათვის რეგისტრაციის ადგილის ქ-------–-----------------------------------ში აღდგენის თაობაზე.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი