მუხლი 5. მოსახლეობის დაცვა იძულებითი გადაადგილებისაგან
თავი I — ზოგადი დებულებები
1. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილებისაგან.
2. სახელმწიფო ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა იძულებითი გადაადგილება;
ბ) უზრუნველყოს იძულებითი გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით;
გ) მინიმუმამდე შეამციროს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი;
დ) უზრუნველყოს, რომ იძულებითი გადაადგილება არ გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მოცემული ვითარება მოითხოვს.
თავი IIდევნილის ცნება. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (06.02.2014).
წინა რედაქცია (24.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. მოსახლეობის დაცვა იძულებითი გადაადგილებისაგან 1. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილებისაგან. 2. სახელმწიფო ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა იძულებითი გადაადგილება; ბ) უზრუნველყოს იძულებითი გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით; გ) მინიმუმამდე შეამციროს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი; დ) უზრუნველყოს, რომ იძულებითი გადაადგილება არ გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მოცემული ვითარება მოითხოვს. თავი IIდევნილის ცნება. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-683(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
…- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 მუხლები, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02/06/2014წ. №1982 კანონით) 11, მე-5 მუხლები, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-18 მუხლები,,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე…
საქმე №ბს-679(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
…საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო…
საქმე №ას-468-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
…მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ქუთაისი,........, ს/კ N........) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან ბინა) გამოთხოვა და მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. 2. კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლზე (ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი…
საქმე №ბს-837(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…დევნილის ანკეტებით. დევნილის ანკეტების მიხედვით გ. გ-ას როგორც რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისში,...ში მდებარე 13 კვ.მ. ბინა (ს/კ...). კასატორმა მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-5 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილი ვალდებულია…
საქმე №ბს-611(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
…როდესაც მოსარჩელეები: გ. ჯ-ა, მ. ჯ-ა, მა. ჯ-ა, მ. ა-ი და ც. ფ-ა ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობდნენ და ხელშეკრულების დადების შესახებ წერილობითი თანხმობა არ წარუდგენიათ. საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის…
საქმე №ბს-169(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
საქმე №ბს-94(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
საქმე №ბს-352(19კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საქმე №ბს-1313(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2023
საქმე №ბს-849(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
საქმე №ბს-206(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
საქმე №ბს-663(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2021
საქმე №ას-83-83-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018