1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად – სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.
2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:
ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ
-ერთი კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;
დ) ამ წესის 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და
-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელ