1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:
ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
ბ) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დროებითი ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს);
გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას ან თუ პირადობის დამადასტურებელი წინა დოკუმენტის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;
დ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).
2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;
ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.
3. თუ პირმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე
-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი, მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციას.
5. ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი წარადგენს 2 ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით და ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს როგორც უშუალოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება
-ანკეტის შევსების გზით, ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისა