1. პირისათვის პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ხელმოწერა იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

ე) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50
-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ზ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი
ორგანოებიდან;

თ) გადაამოწმონ ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა;

ი) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული მონაცემების პერსონალიზაციის ცენტრს, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება. განახორციელონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობისას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია შესაბამის დაინტერესებულ პირზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის წარდგენა და მისი განხილვა ხდება ამ წესის 25
-ე და 28
-ე-29
-ე მუხლებისა და ამ მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაში ასახული მონაცემებით კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობისას, აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

4. განცხადება
-ანკეტის და სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარ