1. საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.

3. პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია აიღოს ბინადრობის მოწმობა.

4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობ