1. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე;

ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე;

გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული წერილობით ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ.

ე) შესაბამისი შენობა
-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა
-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე.

2. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად ან ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენისთანავე, ასევე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღებითანავე.

3. დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე.

4. ამ წესის მე
-7 მუხლის მე
-10 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი დაწესებულების შეტყობინების მიღებისთანავე.

5. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

6. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტისას, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლისთანავე ან ბინადრობის ნებართვის შეწყვეტისთანავე.

7. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავ