1. პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში).

გ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

დ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50
-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ე) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ვ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი
ორგანოებიდან;

ზ) პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ განახორციელონ პირის რეგისტრაცია და მიანიჭონ პირადი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს უკვე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

2. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, მისამართი) შეტანა ხდება ამ წესის 31
-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. განცხადება
-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარ