1. პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება
-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მისი რეგისტრაციისათვის ზემოაღნიშნულ პირთა ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის.
3. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაცისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
4. დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ
-ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დაბადების რეგისტრაცია ხდება მშობლის/მშობლების განცხადებით – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ
-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი/მათი სურვილისამებრ. თუ ორივე მშობელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის ან მამის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში, ხოლო ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – დედის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. თუ დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ის მშობელი, რომლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე ან არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია განხორციელდება მეორე მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დედა არის უცხოელი, რომელსაც საქართველოში არა აქვს გავლილი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
7. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემის საფუძველზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
8. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს), რომელებიც საქართველოში რეგისტრირებული არ არიან, შეიძლება გატარდენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. პატიმრობის, სასჯელის მოხდის, სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფელი, რის შესახებაც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო
-სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის დაწესებულებაში მოთავსებიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირის 2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არ მოეპოვება, პირის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება, ასევე ამ მუხლის მე
-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წარმოდგენ