1. რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:
ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გ) 14
-დან 18 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16
-დან 18 წლამდე ასაკი პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;
დ) 14 წლამდე ასაკის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, ამ პირის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, გამგეობის (მერიის) რწმუნებული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;
ვ) ამ წესის 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და
-ძმა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.
2. 14 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი (მიუხედავად ასაკისა), რომელსაც არა აქვს აღებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად წარადგინოს მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე. პირი ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც.
3. მშვილებელი ვალდებულია არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარადგინოს მოთხოვნა შვილად აყვანილი პირის რეგისტრაციის თაობაზე, თუ იცვლება შვილად აყვანილი პირის საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები.
4. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება
-ანკეტის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისა