1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები პირს რეგისტრაციაში ატარებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილნი არიან გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, გააგრძელონ რეგისტრაციის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

3. რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ერთდროულად მიმდინარეობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაშ