1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციისას ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი განისაზღვრება განმცხადებლის მითითების შესაბამისად.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში უცხოელი ვალდებულია ხელმეორედ გაიაროს რეგისტრაცია ამ წესის მე
-5 მუხლის მე
-2 პუნქტით დადგენილ ვადებშ