მუხლი 6. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები
თავი II — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი
1. პირის რეგისტრაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები დაბადების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.
3. პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემა, პირის გარდაცვალების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა და პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ხორციელდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩანაწერის შესრულებით. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებებ
მუხლი 5. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
მუხლი 22. მოხსნის ამონაწერი— გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №98, 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1435931/muxli-6/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია