1. კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენა ხდება რეგისტრაციის მიზნით განცხადება
-ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.
3. ფოტოსურათი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშ