1. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილის და მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის აქტის შესაბამისად.
2. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის მიმართ შესრულებული მამობის დადგენის აქტის შესაბამისად.
3. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის შესაბამისა