1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროს.

2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა, გაუქმება ან სხვა პირზე მინიჭება. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნისა და მონაცემთა ბაზებში სათანადო აღნიშვნების შეტანის შემდეგ გარდაცვლილის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50
-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50
-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

6. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX66