1. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის არასრულწლოვან პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. ამ შემთხვევაში განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

3. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლამდ