1. პირის პირველად რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობ