1. საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.
4. რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ფლობენ/ფლობდნენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს და არ მოხსნილან საქართველოში რეგისტრაციიდან (მუდმივი რეგისტრაცია), თუ არ არსებობს მათი ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.
5. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნენ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით.
6. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, რეგისტრაციის გასავლელად ამ წესის მოთხოვნათა დაცვით მიმართოს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზ