1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თუ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;
დ) თუ ამ წესის მე
-7 მუხლის მე
-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებულებაში;
ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;
ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში;
ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში;
ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. უცხოელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგისტრაციიდან შეიძლება აგრეთვე მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზ