1. ამ წესის მე
-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გამოიცემა წერილობითი ფორმით. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.
2. პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს გადაუგზავნოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის რეგისტრაციის მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, თუმცა დოკუმენტალურად დასტურდება მისი რეგისტრაციის ფაქტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარ