მუხლი 23. ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის საკითხზე
თავი II — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი
კანონმდებლობის დარღვევით პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო და სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №98, 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1435931/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია