ა) განცხადება;

ბ) პირადობის (ბინადრობა) მოწმობა;

გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა გაიცემა სამ ეგზემპლარად,  რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტოს, მეორე – გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო მესამეს  მესაკუთრე გადასცემს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს, იარაღის ჩაბარებისას.

3. პირი ვალდებულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადაში უზრუნველყოს კუთვნილი იარაღის გადატანა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან ჩასაბარებლად.

4. იარაღის  საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო და იგი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

5. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შემთხვევაში იარაღი იხსნება რეგისტრაციიდა