2. სააგენტო იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას ახორციელებს იარაღის მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია დასაშვებია, თუ შესაბამისი მოთხოვნის დროისათვის დაინტერესებულ პირს აქვს შესაბამისი ტიპის იარაღის შეძენის ნებართვა. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის მონაცემები აისახება იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში. იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეს უფლება აქვს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს იარაღის ძირითადი ელემენტების იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტით ჩანაცვლება.

3. რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იარაღზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, სასამართლოს აქტით ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით.

4. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება:

ა) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის:

ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) საცხოვრებელი ადგილი;

ბ) იარაღის მარკა, მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარება) ნებართვის სახე;

დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია;

ე) იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი;

ვ) დამატებითი ძირითადი ელემენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. იარაღის შეძენის ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიული ძალის მქონეა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე.

6. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ:

ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;

ბ) აკრძალულია იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება;

გ) იარაღი ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ;

დ) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) ვერ დგინდება ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემები;

ვ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად გამოვლინდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კონსტრუქციული ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ან ექსპლუატაცია;

ზ) პირის საკუთრებაში არსებული იარაღის სხვადასხვა დამატებითი ძირითადი ელემენტით შესაძლებელია ახალი იარაღის დაკომპლექტება;

თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.

7. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია უქმდება, თუ:

ა) ამ მუხლის მე–6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ;

ბ) განხორციელდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა;

გ) გაიცა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება);

ე) შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას;

ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.

8. ამ მუხლის მე–7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია 14 დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს იარაღზე საკუთრების უფლების სხვა პირზე გადაცემის, იარაღის ჩამოწერის ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარებისათვის იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის მისაღებად.

9. სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე.

10. იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად,  კარგავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარემოებების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის განახორციელა მან რეგისტრაციაში არსებული ჩანაწერის შეცვლა ან გაუქმება.

11. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით.

12. იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებისათვის ამ წესით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება, შესაბამისად, იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე