1. სამინისტროს სისტემაში იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო უფროსს აღნიშნულის თაობაზე, რომელიც თავის მხრივ, იარაღზე შესაძლო ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით იარაღს წარუდგენს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. რომლის მიერაც იარაღზე ბუნებრივი ცვეთის დადგენის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ დგება მოტივირებული წერილობითი მიმართვა უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის მიმართ იარაღის ნომრის აღდგენის მოთხოვნით.

2. იარაღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად დატანილი ნომრის აღმოჩენის ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში იარაღის წარმდგენი  დანაყოფი სათანადო რეაგირებისთვის მიმართავს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

3. სამინისტროს შეიარაღების სამმართველო, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ახორციელებს იარაღის დაზიანებული ნომრების აღდგენას, უნომრო იარაღზე ახალი ნომრის მინიჭებას (დანართი N8) და რეგისტრირებას სააღრიცხვო ჟურნალში (დანართი N11).