მუხლი 62🔗
სამინისტრო საკუთარ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების სამთავრობო დაწესებულებებზე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციაში კანონმდებლობით („გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო–ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის N197 ბრძანებულება და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N335 ბრძანება) გათვალისწინებული წესით, ხოლო არაძირითადი საშუალებების გადაცემა ხდება მინისტრის სამართლაბრივი აქტის საფუძველზე დადგენილი ნორმების შესაბამისად