2. აღჭურვილობის (არაძირითადი საშუალებები) ვარგისიანობის დაკარგვის შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი კომისიისა და ექსპერტის აქტის დასკვნის საფუძველზე   განიხილება საკითხი ქონების ჩამოწერის თაობაზე.

3. აღჭურვილობის (არაძირითადი საშუალებები) ვარგისიანობის დადგენის მიზნით აღნიშნული კომისიის წევრთაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად აღჭურვილობის (არაძირითადი საშუალებები) განადგურება ხორციელდება მათი სპეციფიკის (თვისობრივი შემადგენლობა) გათვალისწინებით ადგილზე დანაყოფების ან განსაკუთრებულ შემთხვევაში - კომპეტენტური (გამნაღმველთა ჯგუფი) ქვედანაყოფის მიერ.

4. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და უფლებამოსილ პირთა მიერ კომისიური წესით ქონების განადგურების აქტი შესათანხმებლად  წარედგინება მინისტრს (უფლებამოსილ მინისტრის მოადგილეს).

5. შეთანხმებული განადგურების აქტის საფუძველზე შეიარაღების სამმართველო, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიულ ორგანოების შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირები არსებული წესით ახორციელებენ ცვლილებების შეტანას სააღრიცხვო მონაცემებში