1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ვალდებული არიან (სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 30 მარტის N130 ბრძანების შესაბამისად უზრუნველყონ (მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გაცემა-ჩაბარების უწყისის საფუძველზე (დანართი N4)) გახარჯული საბრძოლო მასალის თაობაზე კომისიური წესით შედგენილი ჩამოწერის აქტის (რომელშიც მიეთითება სავარჯიშო კურსის ჩატარების ადგილი, თარიღი, ვარჯიშის სახეობა, ვარჯიშში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობა და გახარჯული საბრძოლო ვაზნების რაოდენობა) დამტკიცება.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებული აქტი და ბრძანების ასლი წარედგინება (წერილობით) მინისტრს (შეიარაღებაზე პასუხისმგებელ მინისტრის მოადგილეს)  ჩამოწერის მიზნით, ხოლო მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გაცემა-ჩაბარების უწყისი რჩება ტერიტორიული ორგანოს წამყვან სპეციალისტთან შეიარაღების ხაზით.