მუხლი 34 ამ კონვენციას, მისი მოქმედების ფარგლებში შემავალ საკითხებში, პრიორიტეტი ენიჭება 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციაზე არასრულწლოვანთა დაცვასთან მიმართებაში ორგანოების უფლებამოსილებათა და გამოყენებად სამართლებრივ ნორმათა შესახებ, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას ორივე ამ კონვენციის მხარეთა შორის. სხვა მხრივ, წინამდებრე კონვენცია არ ზღუდავს გამოყენებას ამა თუ იმ საერთაშორისო დოკუმენტისა, რომელიც ძალაშია წარმომავლობის სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც მიმართეს, ან გამოიყენებას სხვა სამართლებრივი ნორმისა იმ სახელმწიფოსი, რომელსაც მიმართეს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების მიღწევის მიზნით, ამ ურთიერთობის უფლებათა ორგანიზების მიზნით🔗