დოკუმენტი შეერთების შესახებ შესანახად ჰბარდება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
კონვენცია მასთან შეერთებული სახელმწიფოსათან ძალაში შედის შეერთების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან მესამე კალენდარული თვის პირველ დღეს.
შეერთებას ძალა ექნება მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობასთან მიმართებაში, რომლებსაც განცხადებული ექნებათ მათ მიერ შეერთების მიღების შესახებ. ამგვარი განცხადება გააკეთებელი ექნება ნებისმიერ იმ წევრ სახელმწიფოსაც, რომელიც კონვენციას რატიფიკაციას გაუკეთებს, მიიღებს ან დაამტკციებს შეერთების შემდეგ. ამგვარი განცხადება შესანახად ჰბარდება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; ეს სამინისტრო დიპლომატირუი არხებით გადაუგზავნის მის დამოწმებულ ასლს თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს.
კონვენცია მასთან შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც განაცხადა მის მიერ შეერთების მიღების შესახებ, ძალაში შევა მიღების შესახებ განცხადების შესანახად ჩაბარებიდან მესამე კალენდარული თვის პირველ დღეს