მუხლი 41 როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს მმართველობის სისტემა, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ძალაუფლება განაწილებულია ამ სახელმწიფოში არსებულ ცენტრალურ და სხვა ორგანოთა შორის, მის მიერ ამ კონვენციის ხელმოწერა ან რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ან მასთან შეერთება, ან და მის მიერ რაიმე განცხადების გაკეთება მე–40 მუხლის მიხედვით არ გულისხმობს რაიმე შედეგებს ამ სახელმწიფოს ფარგლებში ძალაუფლებათა განაწილებისათვის🔗