კონვენცია ძალაში რჩება ხუთი წლის განმავლობაში ძალაში მისი შესვლის თარიღიდან 43–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ სახელმწიფოსთვისაც კი, რომლებმაც მოგვიანებით მოახდინეს მისი რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება, ან შეუერთდნენ მას.
თუ ადგილი არ ჰქონია დენონსაციას, იგი ავტომატურად განახლდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.
ნებისმიერი დენონსაციის შესახებ ატყობინებენ ნიდერლანდის სამეფოს საგრეო საქმეთა სამინისტროს სულ მცირე ექვსი თვით ადრე ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე. იგი შეიძლება შემოიფარგლოს ზოგიერთით იმ ტეტიტორიებიდან თუ ტერიტორიული ერთეულებიდან, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია.
დენონსაციას ძალა აქვს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელსაც შეტყობინებული აქვს მის შესახებ. კონვენცია ძალაში რჩება დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის.