2. ეს ოქმი ღიაა შეერთებისათვის ყველა ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ კონვენციის ხელეშმკვრელ მხარეებს.
3. სახელმწიფოები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ევროპის ეკონომიკური კომისიის ზოგიერთ სამუშაოებში, თანახმად მისი დებულებების მე-11 მუხლისა, შეუძლიათ გახდნენ ამ ოქმის ხელშემკვრელი მხარეები, ამ ოქმის ძალაში შესვლისას მასთან შეერთების გზით.
4. ოქმი გაიხსნება ხელმოსაწერად ჟენევაში 1978 წლის 1 სექტემბერს 1979 წლის 31 აგვისტომდე. ამ თარიღის მერე იგი გაიხსნება მასთან მისაერთებლად.
5. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას მას შემდეგ, რაც დაინტერესებული საელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას ან მიუერთდება მას.
6. ოქმის რატიფიკაცია ან მასთან მიერთება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის სათანადო აქტის შესანახად გადაცემის გზით.
7. ნებისმიერი დოკუმენტი რატიფიკაციისა ან მიერთების შესახებ, რომელიც ბარდება შესანახად მას შემდეგ, რაც შევიდა ძალაში ამ ოქმის შესწორება ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის ან ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ, რაც აუცილებელია ძალაში შესასვლელად ამ შესწორებების ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის, მიეკუთვნება ოქმს მასში შეტანილი შენიშვნი