1) მე-3 პუნქტი შეცვლილია შემდეგი ტექსტით:
„3. მაგრამ ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 8,33 საანგარიშო ერთეულს, 1კგ ბრუტო წონის დანაკლისზე“.
2) ამ მუხლის ბოლოში დამატებულია შემდეგი 7.8 და 9 პუნქტები:
„7. წინამდებარე კონვენციაში მითითებულ საანგარიშო ერთეულად მიჩნეულია სესხების სპეციალური უფლებათა ერთეული, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებას. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხა გადაიყვანება იმ სახელმწიფოების ეროვნულ ვალუტაში, რომლის სასამართლო მოცემულ საქმეს განიხილავს ვალუტის ღირებულების საფუძველზე, რომელიც მას გააჩნია გადაწყვეტილების გამოტანის დღეს ან მხარეთა მიერ დადგენის დღეს. სესხების სპეციალურ უფლებებში გამოხატული იმ სახელმწფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია, გამოითვლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ამ მომენტში თავისი ოპერაციებისა და გარიგებაში გამოყენებულ შეფასების მეთოდთან შესაბამისად. სესხების სპეციალურ უფლებებში გამოხატული იმ სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, გამოითვლება ამ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მეთოდით.
8. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი და მისი ეროვნული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რათა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულებები ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების კონვენციის ოქმის რატიფიკაციის დროს ან მასთან შეერთებისას, ან სხვა ნებისმიერ დროს, შემდგომში განაცხადოს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამოიყენება მის ტერიტორიაზე, შეადგენს 25 საანგარიშო ერთეულს. საანგარიშო ერთეული რომელიც მითითებულია აღნიშნულ პუნქტში, უტოლდება 0,900-იანი სინჯის ოქროს 10/31 გრამს. არსებულ პუნქტში მითითებული თანხის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში წარმოებს დაინტერესებული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
9. გამოანგარიშება, რომელიც მოხსენებულია მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებაში, და თანხის გადაყვანა, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტში, უნდა წარმოებდეს იმნაირად, რომ შეძლებისდაგვარად გამოიხატოს სახელმწფო ეროვნულ ვალუტაში, იგივე რეალური ღირებულება, როგორიცაა ამ მუხლის მე–3 პუნქტში მითითებული დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდის ნებისმიერი შეცვლისას, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადათვლის შედეგად მიღებული თანხის, ჩაბარებისას, სახელმწიფო აცნობებს გაეროს ამის შესახებ“.
დასკვნითი დებულებე