რის დასადასტურებლადაც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1956 წლის 19 მაისს, ერთ პირად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ხელისმოწერის ოქმი
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის ხელის მოეწრის დროს, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილი ქვემორე ხელის მომწერნი, შეთანხმდნენ შეიტანონ ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებები და განმარტებები:
1. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება დიდი ბრიტანეთის შეერთებული სამეფოს, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკებს შორის გადაზიდვების დროს.
2. მუხლი 1-ის მე-4 პუნქტისათვის:
ქვემორე ხელისმომწერნი კისრულობენ გამართონ მოლაპარაკება კონვენციის დადების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას ბინის მოწყობილობისა და ავეჯის გადატანის ხელშეკრულებას, ადგილნაცვალთა ავეჯისა და ბარგის და შერეული გადაზიდვის მარეგულირებელი კონვენციების დადების შესახებ.
რის დასადასტურებლადაც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს ამ ოქმს.
მიღებულია ჟენევაში ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი წლის ცხრამეტ მაისს, ერთ პირად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ორივე ენაზე შესრულებული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების კონვენციის
ოქმი
შესრულებულია ჟენევაში 1975 წლის 5 ივლისს
წინამდებარე ოქმის მხარეები,რომლებიც ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის, ხელმოწერილს 1956 წლის 19 მაისს ჟენევაში, მხარეებს წარმოადგენენ, შეთანხმდნენ შემდეგზ