2. თუ კონფერენცია მოეწყობა წინა პუნქტის თანახმად, გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს და მიმართავს თხოვნით, რათა მათ სამთვიან ვადაში წარმოადგინონ ის წინადადებები, რომელთა განხილვას კონფერენციაზე ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ. სულ მცირე სამი თვით ადრე კონფერენციის გახსნამდე გენერალური მდივანი აცნობებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს კონფერენციის დღის წესრიგის პროექტს და აგრეთვე ამ წინადადებათა ტექსტს.
3. გენერალური მდივანი მოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ კოფნერენციაზე ყველა იმ ქვეყნებს, რომლებიც მითითებულია 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტში და აგრეთვე ქვეყნებს, რომლებიც 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გახდნენ ხელშემკვრელი მხარეებ