b. წინამდებარე წესდება ძალაში შედის შვიდი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების დღიდან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველა ხელის მომწერ მთავრობას უგზავნის საბუთს ევროპის საბჭოს წესდების ძალაში შესვლის შესახებ და წარუდგენს ამ თარიღისათვის ევროპის საბჭოს წევრთა ნუსხას.

c. ამის შემდეგ ყოველი სხვა ხელის მომწერი ხდება წესდების მხარე, მის მიერ სარატიფიკაციო სიგელების დეპონირების თარიღიდან.

ამის დასტურად, შესაბამისად უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას.

შესრულებულია ლონდონში 1949 წლის 5 მაისს, ერთ ასლად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, რომელიც გადაეცემა შესანახად გაერთიანებული სამეფოს მთავრობის არქივს, რომელიც გადაუგზავნის შესაბამისად  დამოწმებულ ასლებს სხვა ხელისმომწერ მთავრობებს.

1.
როგორც შესწორებული 1951 წლის მაისში;

2.
როგორც შესწორებული 1951 წლის მაისში;

3.
შესწორებულია 1951 წლის დეკემბერში, 1958 წლის მაისში, 1961 წლის ნოემბერში, 1963 წლის მაისში, 1965 წლის მაისში, 1971 წლის თებერვალში, 1974 წლის დეკემბერში, 1976 წლის ოქტომბერში, 1978 წლის იანვარში, 1978 წლის ნოემბერში, 1988 წლის ნოემბერში, 1989 წლის მაისში, 1990 წლის ნოემბერში, 1991 წლის ნოემბერში, 1992 წლის მაისში, 1993 წლის მაისში, 1993 წლის ივნისში, 1993 წლის ოქტომბერში, 1994 წლის ნოემბერში და 1995 წლის თებერვალში.

4
. შესწორებული 1951 წლის მაისში.

5.
როგორც შესწორებულია 1951 წლის მაისში.

6.
მე-8 მუხლის „ე“ პუნქტი დამატებულია 1951 წლის მაისშ