b. გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე ინიშნებიან საკონსულტაციო ასამბლეის მიერ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით.
c. სამდივნოს დანარჩენი თანამშრომლები ინიშნებიან გენერალური მდივნის მიერ, ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად.
d. სამდივნოს არც ერთი წევრი არ უნდა მსახურობდეს რომელიმე მთავრობის ანაზღაურებად თანამდებობაზე ან იყოს ასამბლეის წევრი ან ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების წევრი ან ეწეოდეს მის მოვალეობასთან შეუთავსებელ რომელიმე საქმიანობას.
e. სამდივნოს თითოეული თანამშრომელი საჯაროდ აცხადებს ევროპის საბჭოს ვალდებულებების მიღებას და თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელებას, ეროვნულ ინტერესებთან მიუკერძოებლობას, და რომ არ მიიღებს და არ მოიძიებს ევროპის საბჭოსათვის ნებისმიერი უცხო მთავრობისაგან ან ხელისუფლებისაგან თავისი საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებულ მითითებებს, და შეიკავებს თავს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც შეიძლება აისახოს მასზე, როგორც მხოლოდ ევროპის საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული საერთაშორისო მოხელის თანამდებობის მქონეზე. გენერალური მდივანი ან გენერალური მდივნის მოადგილე ასეთ განცხადებას აკეთებენ კომიტეტის წინაშე, სხვა წევრები კი გენერალური მდივნის წინაშე.
f. ყოველი წევრი პატივს სცემს გენერალური მდივნისა და სამდივნოს თანამშრომელთა მოვალეობათა განსაკუთრებულ საერთაშორისო ხასიათს და არ უნდა შეეცადოს ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ მოვალეობების შესრულებაზ