a.
ყოველი წევრი ანაზღაურებს მინისტრთა კომიტეტში საკონსულტაციო ასამბლეაში თავისი წარმომადგენლობის ხარჯებს.

b.
სამდივნოსა და ყველა სხვა საერთო ხარჯები განაწილდება ყველა წევრს შორის იმ პროპორციით, რომელიც განისაზღვრება კომიტეტის მიერ წევრთა მოსახლეობის შესაბამისად.

ასოცირებული წევრის შენატანს განსაზღვრავს კომიტეტი.

c.
ფინანსური ნორმების შესაბამისად, საბჭოს ბიუჯეტი გენერალური მდივნის მიერ წარედგინება კომიტეტს მისაღებად.

d.
გენერალური მდივანი კომიტეტს გადასცემს ასამბლეის იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია ასამბლეასა და მისი საქმიანობისათვის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული თანხების ზემოთ ხარჯებთან.

e.
გენერალური მდივანი ასევე წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს იმ ხარჯების გამოანგარიშებულ რაოდენობას, რომელიც საჭიროა კომიტეტისათვის წარდგენილი ყოველი რეკომენდაციის განსახორციელებლად. ნებისმიერი რეზოლუცია, რომლის განხორციელებაც მოითხოვს დამატებით ხარჯებს, არ განიხილება მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულად, თუ კომიტეტი არ დაუმტკიცებს ამ დამატებითი ხარჯების გამოანგარიშებულ რაოდენობა